ეფესბეს ხელმძღვანელი: ტერორისტები ცენტრალურ აზიას ექსპანსიითვის განიხილავენ

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ბორტნიკოვი
ალექსანდრ ბორტნიკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2025
გამოწერა
ძირითადი ტერორისტული ორგანიზაციები დსთ-ს ქვეყნებს, პირველ რიგში, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს, მათი შემდგომი გაფართოების პრიორიტეტულ სამიზნედ მიიჩნევენ, მიაჩნია ბორტნიკოვს
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო ტერორიზმი კვლავ მთავარ გამნოწვევად რჩება დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დირექტორმა და დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბორტნიკოვმა, სამარყანდში დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს 57-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ ძირითადი ტერორისტული ორგანიზაციები დსთ-ს ქვეყნებს, პირველ რიგში, ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს, მათი შემდგომი გაფართოების პრიორიტეტულ სამიზნედ მიიჩნევენ.
მისი თქმით, ასევე გაიზარდა ტერორისტი მებრძოლების ახლო აღმოსავლეთიდან ავღანეთში გადაყვანის ოპერაციები, შემდეგ კი ისნი ისლამური სახელმწიფოების ტერორისტების ავღანური განშტოების, ხორასანის ვილაიეთის განკარგულებაში ხვდებიან.
„ამავდროულად, ამ ქსელში რესურსების ჩადების პროცესში ჩართულია არაერთი უცხოური კერძო სამხედრო კომპანია“, - დასძინა ბორტნიკოვმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ლონდონი რუსეთში ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან ჩასულ პირებს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ერთმანეთს აპირისპირებს.
„ბრიტანეთის და უკრაინის სადაზვერვო სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ რადიკალური ისლამის მხარდამჭერების იდენტიფიცირებასა და რეკრუტირებას, მათ შორის იმ პირების, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენლობაში იბრძოდნენ. თითოეულ სამიზნე ჯგუფზე კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ბორტნიკოვმა.
ამავდროულად, დასძინა FSB-ის დირექტორმა, ბრიტანეთის არმიის სპეცდანიშნულების რაზმი პირდაპირ მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში.
„სანდო ინფორმაციის თანახმად, სწორედ ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების მფარველობით ხორციელდება ტერორისტული და დივერსიული აქტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - თქვა მან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დსთ-ს სახელმწიფოების საერთო ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა, ხაზგასმით აღნიშნა მან.
ყველა ახალი ამბავი
0