https://sputnik-georgia.com/20251016/3-7-atasi-miusafari-zarli-bunebriv-garemosi-daabrunes-295396576.html
3,7 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლი ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს
3,7 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლი ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს
Sputnik საქართველო
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. 16.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-16T20:59+0400
2025-10-16T20:59+0400
2025-10-16T20:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
სურსათის ეროვნული სააგენტო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0c/293734329_0:146:3072:1874_1920x0_80_0_0_ec0ad8d2091650b105fc9161166b0015.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. 29 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 3.761 ცხოველიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლებმა ბუნებრივ არეალში 3.548 დააბრუნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღონისძიება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 213 ცხოველს კი ბუნებრივ არეალში ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ დააბრუნებენ. ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა აგვისტოში დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. უწყების ცნობით, პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ. პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0c/293734329_64:0:2795:2048_1920x0_80_0_0_5b1ee2f12729467c6e5aca8fbc9942a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება
3,7 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლი ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. 29 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 3.761 ცხოველიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლებმა ბუნებრივ არეალში 3.548 დააბრუნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 213 ცხოველს კი ბუნებრივ არეალში ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ დააბრუნებენ.
ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები:
3761 აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით;
3172 ჩაუტარდა სტერილიზაცია/კასტრაცია;
3733 გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა აგვისტოში დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
უწყების ცნობით, პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ.
პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება.
ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვ.