https://sputnik-georgia.com/20251015/zaxarova-ukraina-rusetis-winaagmdeg-teraqtebs-amzadebs-295379862.html
ზახაროვა: უკრაინა არ მალავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ტერაქტებისთვის მზადებას
ზახაროვა: უკრაინა არ მალავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ტერაქტებისთვის მზადებას
Sputnik საქართველო
რუსული მხარის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმები მომზადდა და შემუშავდა ამერიკული Tomahawk-ის შესაძლო მიღების გათვალისწინებით. 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T17:37+0400
2025-10-15T17:37+0400
2025-10-15T17:37+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289950276_0:63:3417:1985_1920x0_80_0_0_d00edd08d0b9132101c36740d5ad1b09.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინა არ მალავს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ტერაქტებისთვის მზადებას, ოპერაციის, რომელიც დაამტკიცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ Tomahawk-ის რაკეტების მიღების გათვალისწინებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ.„კონფლიქტის ესკალაციის მიზნით კიევის რეჟიმი არ მალავს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტერაქტებისთვის მზადებას. ამის შესახებ ზელენსკიმ 8 ოქტომბერს ვიდეომიმართვაში განაცხადა და დასძინა, რომ მან დაამტკიცა უკრაინის უშიშროების სამსახურის გარკვეული ოპერაციების გეგმები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.მისი თქმით, აშკარაა, რომ მოცემული გეგმები მომზადდა და შემუშავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამერიკული Tomahawk-ის შესაძლო მიღების გათვალისწინებით.გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, თუმცა სურს იცოდეს, როგორ აპირებს კიევი მათ გამოყენებას.აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა დაადასტურა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს 1800 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტების (BGM-109 Tomahawk) მიღების თხოვნით მიმართა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონს შეუძლია კიევს 20-დან 50-მდე Tomahawk-ის ტიპის რაკეტის მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად არ შეცვლის უკრაინის კონფლიქტში სამხედრო მოქმედებების დინამიკას.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289950276_344:0:3073:2047_1920x0_80_0_0_e985e384fceb6bff860e13064125fd45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა
ზახაროვა: უკრაინა არ მალავს რუსეთის წინააღმდეგ ახალი ტერაქტებისთვის მზადებას
რუსული მხარის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმები მომზადდა და შემუშავდა ამერიკული Tomahawk-ის შესაძლო მიღების გათვალისწინებით.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინა არ მალავს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ტერაქტებისთვის მზადებას, ოპერაციის, რომელიც დაამტკიცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ Tomahawk-ის რაკეტების მიღების გათვალისწინებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„კონფლიქტის ესკალაციის მიზნით კიევის რეჟიმი არ მალავს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტერაქტებისთვის მზადებას. ამის შესახებ ზელენსკიმ 8 ოქტომბერს ვიდეომიმართვაში განაცხადა და დასძინა, რომ მან დაამტკიცა უკრაინის უშიშროების სამსახურის გარკვეული ოპერაციების გეგმები რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აშკარაა, რომ მოცემული გეგმები მომზადდა და შემუშავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამერიკული Tomahawk-ის შესაძლო მიღების გათვალისწინებით.
გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, თუმცა სურს იცოდეს, როგორ აპირებს კიევი მათ გამოყენებას.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა დაადასტურა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს 1800 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტების (BGM-109 Tomahawk) მიღების თხოვნით მიმართა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონს შეუძლია კიევს 20-დან 50-მდე Tomahawk-ის ტიპის რაკეტის მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად არ შეცვლის უკრაინის კონფლიქტში სამხედრო მოქმედებების დინამიკას.