https://sputnik-georgia.com/20251015/ufc-dvalishvili-morig-brzolas-7-dekembers-gamartavs-295363482.html
UFC: მერაბ დვალიშვილი მორიგ საჩემპიონო ბრძოლას 7 დეკემბერს პიტერ იანთან ჩაატარებს
UFC: მერაბ დვალიშვილი მორიგ საჩემპიონო ბრძოლას 7 დეკემბერს პიტერ იანთან ჩაატარებს
Sputnik საქართველო
34 წლის დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე... 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T10:29+0400
2025-10-15T10:29+0400
2025-10-15T10:29+0400
საქართველო
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705295_0:0:1441:810_1920x0_80_0_0_48a64221b828e6c4bfe8b5b0ffff3737.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) მოქმედი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამრის დასაცავად მორიგ ბრძოლას 7 დეკემბერს ლას-ვეგასში რუს პიტერ იანთან გამართავს.ქართველი იანის დამარცხების შემთხვევაში UFC-ს ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც ერთ კალენდარულ წელში საჩემპიონო ქამარს ოთხჯერ დაიცავს. დვალიშვილმა იანვარში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ივნისში შონ’ომალის მოუგო, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენს სძლია.მერაბ დვალიშვილისა და პიტერ იანის პირველი დაპირისპირება 2023 წლის 12 მარტს შედგა, ქართველმა რუსი მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.საერთო ჯამში, 34 წლის დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.რაც შეეხება 32 წლის პიტერ იანს, ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან კარიერაში 24-ჯერ იჩხუბა, ხოლო მისი გამარჯვებით 19 ბრძოლა დასრულდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705295_0:0:1441:1080_1920x0_80_0_0_6ea3b5be237c76d885e889d40d72408a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
UFC: მერაბ დვალიშვილი მორიგ საჩემპიონო ბრძოლას 7 დეკემბერს პიტერ იანთან ჩაატარებს
34 წლის დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) მოქმედი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამრის დასაცავად მორიგ ბრძოლას 7 დეკემბერს ლას-ვეგასში რუს პიტერ იანთან გამართავს.
ქართველი იანის დამარცხების შემთხვევაში UFC-ს ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც ერთ კალენდარულ წელში საჩემპიონო ქამარს ოთხჯერ დაიცავს. დვალიშვილმა იანვარში უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ივნისში შონ’ომალის მოუგო, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენს სძლია.
მერაბ დვალიშვილისა და პიტერ იანის პირველი დაპირისპირება 2023 წლის 12 მარტს შედგა, ქართველმა რუსი მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
საერთო ჯამში, 34 წლის დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.
რაც შეეხება 32 წლის პიტერ იანს, ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან კარიერაში 24-ჯერ იჩხუბა, ხოლო მისი გამარჯვებით 19 ბრძოლა დასრულდა.