მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სიიარტო: უკრაინაში ომის ყოველი ახალი დღე ესკალაციის ახალ რისკებს ქმნის

© AFP 2024 / HANDOUTპეტერ სიიარტო
პეტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2025
გამოწერა
უნგრელი მინისტრი ასეთ შესაძლებლობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობაში ხედავს.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის ყოველი ახალი დღე შემდგომი ესკალაციის რისკს შეიცავს, იუწყება РИА Новости.
დიპლომატმა ამერიკული Tomahawk-ის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების რისკზე კომენტარი „რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის" ფორუმის ფარგლებში გააკეთა.
„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინაში ომის ყოველი ახალი დღე ესკალაციის რისკებს ქმნის“, - განაცხადა დიპლომატმა.
ამასთან, ის იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მოგვარდება. მინისტრი ასეთ შესაძლებლობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობაში ხედავს.
„ალასკის სამიტის შემდეგ ძალიან იმედიანად ვიყავით. ვიყავით და კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართულებით წარმატებული იქნება“, - განაცხადა სიიარტომ.
გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, თუმცა სურს იცოდეს, როგორ აპირებს კიევი მათ გამოყენებას.
ყველა ახალი ამბავი
0