https://sputnik-georgia.com/20251015/saqartvelos-xelisuplebas-ucxoelebis-qveynidan-gazevebis-meti-sapuzveli-eqneba-295373220.html
საქართველოს ხელისუფლებას უცხოელების ქვეყნიდან გაძევების მეტი საფუძველი ექნება
საქართველოს ხელისუფლებას უცხოელების ქვეყნიდან გაძევების მეტი საფუძველი ექნება
Sputnik საქართველო
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის ჩამონათვალში, რომელიც სასჯელის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას ითვალისწინებს, რიგი ახალი... 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T12:53+0400
2025-10-15T12:53+0400
2025-10-15T12:53+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295245289_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_eaa6adf56290509fe5716fd9fc5b5912.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სანქციების გამკაცრების შემდეგ საპროტესტო აქციებზე რიგი ახალი დარღვევები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებისა და მათთვის 3 წლის ვადით ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვის საბაბი გახდება.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის ჩამონათვალში, რომელიც სასჯელის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას ითვალისწინებს, რიგი ახალი დარღვევები შევიდა.ამგვარად, ცვლილებების მიღების შემდეგ, უცხოელებს საქართველოდან გააძევებენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის წესების ისეთი დარღვევებისთვის, როგორიცაა აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასალების, პიროტექნიკისა და ცივი იარაღის, ასევე ისეთი საგნების ქონა, რომლებიც საფრთხეს უქმნის აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს. საპროტესტო აქციების წესების დარღვევის გარდა, ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დეპორტაცია და სამი წლით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ემუქრებათ წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან პოლიციელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების ჩადენისთვის.ანალოგიური სანქციები ემუქრება უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის შემთხვევაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295245289_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_7636e20c9f34b0fc99f1c59a4a889e00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოს ხელისუფლებას უცხოელების ქვეყნიდან გაძევების მეტი საფუძველი ექნება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის ჩამონათვალში, რომელიც სასჯელის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას ითვალისწინებს, რიგი ახალი დარღვევები შევიდა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სანქციების გამკაცრების შემდეგ საპროტესტო აქციებზე რიგი ახალი დარღვევები უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებისა და მათთვის 3 წლის ვადით ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვის საბაბი გახდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის ჩამონათვალში, რომელიც სასჯელის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას ითვალისწინებს, რიგი ახალი დარღვევები შევიდა.
ამგვარად, ცვლილებების მიღების შემდეგ, უცხოელებს საქართველოდან გააძევებენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის წესების ისეთი დარღვევებისთვის, როგორიცაა აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასალების, პიროტექნიკისა და ცივი იარაღის, ასევე ისეთი საგნების ქონა, რომლებიც საფრთხეს უქმნის აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.
საპროტესტო აქციების წესების დარღვევის გარდა, ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დეპორტაცია და სამი წლით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ემუქრებათ წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან პოლიციელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების ჩადენისთვის.
ანალოგიური სანქციები ემუქრება უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის შემთხვევაში.