https://sputnik-georgia.com/20251015/saqartvelom-da-msoplio-bankma-prioritetuli-proeqtebi-sheatanxmes-295381118.html
საქართველომ და მსოფლიო ბანკმა პრიორიტეტული პროექტები შეათანხმეს
საქართველომ და მსოფლიო ბანკმა პრიორიტეტული პროექტები შეათანხმეს
Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T17:00+0400
2025-10-15T17:00+0400
2025-10-15T17:00+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეროვნული ბანკი
მსოფლიო ბანკი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/0f/295379020_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_694db78d47d248a1dccbb7eb5b3e79f6.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანისთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.ახალი პროექტები ისეთი მიმართულებებით განხორციელდება, როგორებიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაკავშირებადობის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ა.შ. შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ანტონელა ბასანიმ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ამას გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროს ვიტორ გასპარს შეხვდა, რომელსაც ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება. ფინანსთა მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/0f/295379020_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_ef868a49ead7ec6d9fc363b01ff4a0c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი , მსოფლიო ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი , მსოფლიო ბანკი , საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
საქართველომ და მსოფლიო ბანკმა პრიორიტეტული პროექტები შეათანხმეს
მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანისთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ახალი პროექტები ისეთი მიმართულებებით განხორციელდება, როგორებიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და დაკავშირებადობის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და ა.შ. შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.
ანტონელა ბასანიმ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
ამას გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროს ვიტორ გასპარს შეხვდა, რომელსაც ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება.
ფინანსთა მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.