https://sputnik-georgia.com/20251015/samartaldamcvelebma-ukanono-oqros-shemotana-agkvetes-295376259.html
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს
Sputnik საქართველო
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85.027 ლარი შეადგინა. 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T14:28+0400
2025-10-15T14:28+0400
2025-10-15T14:28+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_0:51:1723:1020_1920x0_80_0_0_0cf60860555dcac8278a9997e5f20f34.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა „ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში 1-ელიდან 15 ოქტომბრის პერიოდში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ოთხი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 400 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85 ათას ლარზე მეტი შეადგინა. კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად 25.409 ლარით დაჯარიმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_147:0:1576:1072_1920x0_80_0_0_6240919e3ef4fae0c228e3a0a5ff8003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85.027 ლარი შეადგინა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა „ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში 1-ელიდან 15 ოქტომბრის პერიოდში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ოთხი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 400 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 85 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად 25.409 ლარით დაჯარიმდა.