მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვში „რუსეთის ენერგეტიკის კვირეულმა“ სტარტი აიღო

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ნოვაკი
ალექსანდრ ნოვაკი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2025
გამოწერა
ფორუმში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, მსხვილი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ლიდერები, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საერთაშორისო ფორუმი „რუსეთის ენერგეტიკის კვირეული“ მოსკოვში 15-დან 17 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება, იუწყება РИА НОВОСТИ.
„რუსეთის ენერგეტიკული კვირეული" - საერთაშორისო დონის უმსხვილეში სადისკუსიო პლატფორმაა, მსოფლიოს სათბობ-ენერგეტიკული რესურსების განვითარების ტენდენციების განსახილველად, ენერგეტიკის სექტორის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსასაზღვრად და არსებული გამოწვევების გადაჭრისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოსაძიებლად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის" მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საწვავისა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას. შესაბამისი ტელეგრამა გამოქვეყნდა კრემლის ვებგვერდზე.
ფორუმი იმართება მრავალპოლარულ სამყაროში მრავალმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებისა და რუსეთის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის პერსპექტივების დემონსტრირების მიზნით, რომელიც გლობალური ენერგეტიკული ბაზრის განუყოფელი ნაწილია.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, მსხვილი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ლიდერები, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.
ფორუმის ორგანიზატორია ფონდი Росконгресс-ი და რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო, მოსკოვის მთავრობის მხარდაჭერით. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ნოვაკი.
ყველა ახალი ამბავი
0