https://sputnik-georgia.com/20251015/rogor-raaziana-opozicia-prezidentis-rezidenciaze-shturmma-295374286.html
ეს კრახია! როგორ დააზიანა ოპოზიცია პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმმა - ვიდეო
ეს კრახია! როგორ დააზიანა ოპოზიცია პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმმა - ვიდეო
Sputnik საქართველო
4 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარი საქართველოში სიტუაციის მკვეთრ ესკალაციას არ წინასწარმეტყველებდა. ადგილობრივი არჩევნები, პრაქტიკულად, შედგა, დაანონსებული იყო... 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T14:00+0400
2025-10-15T14:00+0400
2025-10-15T14:00+0400
საქართველო
ვიდეო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/0f/295375428_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_912bf9797dd0a499978ca27743cfef7e.jpg
და 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირის გადაკეტვაც, რომელიც ერთგვარ ჩვევად იქცა, ასევე ჯდებოდა ტრადიციულ პოლიტიკურ სურათში. და აქ მოხდა გამოუსწორებელი - სანამ აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტთან იმყოფებოდა, აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართა და რკინის ღობის მორღვევითა და ქვების სროლით შენობის შტურმით აღებას, შენობაში შეღწევას და არეულობის მოწყობას შეეცადა.აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სასახლე - არ არის კერძო და არც მმართველი პარტიის საკუთრება, არამედ არის ქვეყნის სიმბოლო და ღირსება.შტურმის მცდელობა უმოკლეს დროში იქნა აღკვეთილი, მოვლენების ადგილზე მობილიზდა სამი წყლის ჭავლის მანქანა, სპეცტექნიკა და სპეცრაზმი - წესრიგი რამდენიმე საათში აღდგა. თუმცა, მართალია, ქუჩის არეულობის შემდეგ მეორე დღეს ქალაქის ცენტრს დღე-ღამის მანძილზე ასუფთავებდნენ.თბილისის მერიამ გადაწყვიტა არეულობის შედეგად დაზიანებული ობიექტების მფლობელებს კომპენსაცია გადაუხადოს. და ოპოზიციის ლიდერები? ისინი დააკავეს და მათ პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, შტურმმა და პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიის დარბევამ აქტივისტებს შორის უთანხმოება გამოიწვია. საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაგმო დაპირისპირების ასეთი რადიკალური მეთოდები.რა იქნება შემდეგ? აგრესიული თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური კოზირი ჩაუვარდა ხელში. ოპოზიცია ძალას იკრებს, მაგრამ დაიბრუნებს კი პროტესტი ძველებულ ინტენსივობას, როცა ლიდერებმა ვერ გაამართლეს იმედები?
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/0f/295375428_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_738985b329ce4fc22cb94b88999dd663.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , მულტიმედია, видео
საქართველო, ვიდეო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , მულტიმედია, видео
ეს კრახია! როგორ დააზიანა ოპოზიცია პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმმა - ვიდეო
4 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარი საქართველოში სიტუაციის მკვეთრ ესკალაციას არ წინასწარმეტყველებდა. ადგილობრივი არჩევნები, პრაქტიკულად, შედგა, დაანონსებული იყო ოპოზიციის პროტესტი.
და 300 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირის გადაკეტვაც, რომელიც ერთგვარ ჩვევად იქცა, ასევე ჯდებოდა ტრადიციულ პოლიტიკურ სურათში. და აქ მოხდა გამოუსწორებელი - სანამ აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტთან იმყოფებოდა, აქტივისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართა და რკინის ღობის მორღვევითა და ქვების სროლით შენობის შტურმით აღებას, შენობაში შეღწევას და არეულობის მოწყობას შეეცადა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სასახლე - არ არის კერძო და არც მმართველი პარტიის საკუთრება, არამედ არის ქვეყნის სიმბოლო და ღირსება.
შტურმის მცდელობა უმოკლეს დროში იქნა აღკვეთილი, მოვლენების ადგილზე მობილიზდა სამი წყლის ჭავლის მანქანა, სპეცტექნიკა და სპეცრაზმი - წესრიგი რამდენიმე საათში აღდგა. თუმცა, მართალია, ქუჩის არეულობის შემდეგ მეორე დღეს ქალაქის ცენტრს დღე-ღამის მანძილზე ასუფთავებდნენ.
თბილისის მერიამ გადაწყვიტა არეულობის შედეგად დაზიანებული ობიექტების მფლობელებს კომპენსაცია გადაუხადოს. და ოპოზიციის ლიდერები? ისინი დააკავეს და მათ პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, შტურმმა და პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიის დარბევამ აქტივისტებს შორის უთანხმოება გამოიწვია. საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაგმო დაპირისპირების ასეთი რადიკალური მეთოდები.
რა იქნება შემდეგ? აგრესიული თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური კოზირი ჩაუვარდა ხელში. ოპოზიცია ძალას იკრებს, მაგრამ დაიბრუნებს კი პროტესტი ძველებულ ინტენსივობას, როცა ლიდერებმა ვერ გაამართლეს იმედები?