https://sputnik-georgia.com/20251015/ratom-gazvirda-puri-eqspertis-ganmarteba-295380217.html
რატომ გაძვირდა პური? ექსპერტის განმარტება
რატომ გაძვირდა პური? ექსპერტის განმარტება
Sputnik საქართველო
დოლიძის განცხადებით, საქართველოში სხვა პროდუქტებთან შედარებით პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T21:00+0400
2025-10-15T21:00+0400
2025-10-15T21:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283098370_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b5cf1f8b4eb1f0fce9cac51d6325ebd5.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პურის 10 თეთრით გაძვირების მიზეზი ფქვილის ფასის ზრდა და საწარმოებში ხელფასების მატებაა, განაცხადა „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიაპლატფორმა bm.ge-ზე. დღეისთვის საქართველოში პურის საშუალო ფასი 1,2 ლარს შეადგენს.პურს ქვეყნის მასშტაბით როგორც დიდ ქარხნებში, ასევე მცირე საცხობებში აწარმოებენ. 15 ოქტომბერს ზოგიერთმა ქსელურმა მაღაზიამ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი დაახლოებით 10 თეთრით გაზარდა.მისი თქმით, ფასები მხოლოდ ორმა ქარხანამ დააკორექტირა ერთი სახეობის პროდუქტზე, რამაც პროდუქციის ღირებულება 10 თეთრით გაზარდა. მისი თქმით, თბილისში პურპროდუქტების მოხმარების დღიური მაჩვენებელი 400 ტონამდეა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 700 ათასი ტონა.ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, მათ შორის, ხორბლისაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283098370_317:0:3048:2048_1920x0_80_0_0_a4700134ff3b5ad58bd553e6052f07f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
რატომ გაძვირდა პური? ექსპერტის განმარტება
დოლიძის განცხადებით, საქართველოში სხვა პროდუქტებთან შედარებით პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში პურის 10 თეთრით გაძვირების მიზეზი ფქვილის ფასის ზრდა და საწარმოებში ხელფასების მატებაა, განაცხადა „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიაპლატფორმა bm.ge-ზე.
დღეისთვის საქართველოში პურის საშუალო ფასი 1,2 ლარს შეადგენს.
პურს ქვეყნის მასშტაბით როგორც დიდ ქარხნებში, ასევე მცირე საცხობებში აწარმოებენ. 15 ოქტომბერს ზოგიერთმა ქსელურმა მაღაზიამ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი დაახლოებით 10 თეთრით გაზარდა.
„საქმე იმაშია, რომ წელს ფქვილზე ძალიან მზარდი ფასებია. თუ შარშანდელ პერიოდს შევადარებთ, შარშან საშუალო ფასი 52 ლარი იყო ერთ ტომარაზე, დღეს კი დაახლოებით 60 ლარია. გარდა ამისა, მუშახელის ხელფასი", - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ფასები მხოლოდ ორმა ქარხანამ დააკორექტირა ერთი სახეობის პროდუქტზე, რამაც პროდუქციის ღირებულება 10 თეთრით გაზარდა.
„მინდა მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდეს, იმიტომ, რომ ახლა პურის ფასი სტაბილურია საქართველოში, გარდა ამისა, მრავალფეროვანია ასორტიმენტიც. მესმის, რომ თითოეული კაპიკი მოსახლეობისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომელიც წარმოებას სჭირდება ამ პროდუქციის", - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, თბილისში პურპროდუქტების მოხმარების დღიური მაჩვენებელი 400 ტონამდეა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 700 ათასი ტონა.
ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, მათ შორის, ხორბლისაც.