https://sputnik-georgia.com/20251015/ortachalhesis-xidis-reabilitacia-dasrulda-295375037.html
მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
პროექტის განხორციელება, რომელიც 1,8 მლნ ლარი დაჯდა, ივნისის ბოლოს დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდა - სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების... 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T12:25+0400
2025-10-15T12:25+0400
2025-10-15T12:25+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23760/03/237600349_0:156:2000:1281_1920x0_80_0_0_b1e59355411ce920d846e3e12e323243.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები.პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და დაემატა ცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გარდა ამისა, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. გარდა ამისა, სრულად განახლდა გზის სავალი ნაწილი – დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. ხიდზე არსებული ტროტუარები სრულად რეაბილიტირდა და დამონტაჟდეა თანამედროვე, ენერგოეფექტური LED-სანათები.პროექტის განხორციელება, რომელიც 1,8 მლნ ლარი დაჯდა, ივნისის ბოლოს დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდა - სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე, ორთაჭალის ხიდთან მდებარეობს. ის 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ. ორთაჭალჰესის მშენებლობამ უზრუნველყო თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვრის კალაპოტის გაწყლიანება წყალმცირობის პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23760/03/237600349_132:0:1892:1320_1920x0_80_0_0_fc1ebc41c85d4c2207023b476f6eea5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
პროექტის განხორციელება, რომელიც 1,8 მლნ ლარი დაჯდა, ივნისის ბოლოს დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდა - სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჩაატარა
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის თაღოვან ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები.
„დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ხიდზე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საინჟინრო-საკვლევი სამუშაოები განხორციელდა, რის საფუძველზეც დაიგეგმა სარეაბილიტაციო პროცესი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. ასევე, სანიაღვრე სისტემა შეიცვალა და დაემატა ცხაურები, ჩატარდა ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. გარდა ამისა, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა.
გარდა ამისა, სრულად განახლდა გზის სავალი ნაწილი – დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. ხიდზე არსებული ტროტუარები სრულად რეაბილიტირდა და დამონტაჟდეა თანამედროვე, ენერგოეფექტური LED-სანათები.
პროექტის განხორციელება, რომელიც 1,8 მლნ ლარი დაჯდა, ივნისის ბოლოს დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდა - სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.
ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე, ორთაჭალის ხიდთან მდებარეობს. ის 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.
ორთაჭალჰესის მშენებლობამ უზრუნველყო თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვრის კალაპოტის გაწყლიანება წყალმცირობის პერიოდში.