https://sputnik-georgia.com/20251015/merab-kostavas-reabilitacia-dasrulda-295376436.html
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წელს დაარსდა. 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T16:12+0400
2025-10-15T16:12+0400
2025-10-15T23:12+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24476/81/244768180_0:0:2754:1549_1920x0_80_0_0_406598d0ef4162dea31cbbacff5b5949.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წელს დაარსდა. მუზეუმი დაარსებიდან დღემდე ზანდუკელის ქუჩის N1-ში მდებარეობს, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.კალაძის თქმით, დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს განახლებული მუზეუმის სივრცეში დაცულ ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ უნიკალურ მასალას.მისი თქმით, რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა და 2025 წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად.როგორც მან განაცხადა, მუზეუმის არსებობის განმავლობაში მისი სარემონტო სამუშაოები პირველად ჩატარდა. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლი მერაბ კოსტავა საბჭოთა პერიოდში ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს იგი გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო. კოსტავა 50 წლის ასაკში 1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დღეისთვის მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და ეროვნული მოძრაობის მონაწილეებთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტური მასალა: მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტოარქივი, წერილები, არალეგალური გამოცემები და სხვა იშვიათი არტეფაქტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24476/81/244768180_25:0:2754:2047_1920x0_80_0_0_c68dd357e7236cc269c08795add0dbfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
16:12 15.10.2025 (განახლებულია: 23:12 15.10.2025) მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წელს დაარსდა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წელს დაარსდა. მუზეუმი დაარსებიდან დღემდე ზანდუკელის ქუჩის N1-ში მდებარეობს, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.
კალაძის თქმით, დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს განახლებული მუზეუმის სივრცეში დაცულ ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ უნიკალურ მასალას.
„მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე, შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაში იყო ჩართული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა და 2025 წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად.
როგორც მან განაცხადა, მუზეუმის არსებობის განმავლობაში მისი სარემონტო სამუშაოები პირველად ჩატარდა.
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლი მერაბ კოსტავა საბჭოთა პერიოდში ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს იგი გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო. კოსტავა 50 წლის ასაკში 1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
დღეისთვის მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და ეროვნული მოძრაობის მონაწილეებთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტური მასალა: მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტოარქივი, წერილები, არალეგალური გამოცემები და სხვა იშვიათი არტეფაქტები.