https://sputnik-georgia.com/20251015/kobaxidzem-eutos-tavmjdomarestan-shexvedra-gaauqma-295373421.html
ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
Sputnik საქართველო
ვალტონენი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დღეს, 15 ოქტომბერს უნდა გაემართა. 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T10:55+0400
2025-10-15T10:55+0400
2025-10-15T10:55+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ეუთო
ეუთო/ოდირი
ახალი ამბები
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. ვალტონენმა სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“. ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს სტუმრობს, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. იგი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დღეს, 15 ოქტომბერს უნდა გაემართა. როგორც გუშინ კობახიძემ აღნიშნა, „ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში“. ეუთო/ოდირმა 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნა - ამის მიზეზად „ქართული ოცნების" მხრიდან დაგვიანებული მოწვევა დასახელდა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ეუთომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და თავისუფალი საქმიანობა. ეს, ვალტონენის პირველი ვიზიტია რეგიონში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ეუთო, ეუთო/ოდირი, ახალი ამბები, საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ეუთო, ეუთო/ოდირი, ახალი ამბები, საპროტესტო აქციები თბილისში
ირაკლი კობახიძემ ეუთოს თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ვალტონენი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დღეს, 15 ოქტომბერს უნდა გაემართა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. ვალტონენმა სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.
„გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს სტუმრობს, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. იგი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დღეს, 15 ოქტომბერს უნდა გაემართა. როგორც გუშინ კობახიძემ აღნიშნა, „ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში“.
ეუთო/ოდირმა 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნა - ამის მიზეზად „ქართული ოცნების" მხრიდან დაგვიანებული მოწვევა დასახელდა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ეუთომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და თავისუფალი საქმიანობა.
ეს, ვალტონენის პირველი ვიზიტია რეგიონში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში.