https://sputnik-georgia.com/20251015/ceskom-archevnebis-shedegebi-sheajama-295382361.html
ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
Sputnik საქართველო
ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T18:13+0400
2025-10-15T18:13+0400
2025-10-15T18:13+0400
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ab1857b027eb21cce061a74251c7cd9a.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური პროცესი, რომელიც ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების სრული დაცვით. ცესკომ თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა - მისი მერობის მესამე ვადა სტარტს ოფიციალურად 29 ოქტომბერს აიღებს.უწყების ცნობით, თბილისის მერის არჩევნებში 324.798 ამომრჩეველი მონაწილეობდა - კალაძეს 215,363-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, შესაბამისად, მან მოპოვებული ხმების 71,677%-ით გამარჯვება პირველივე ტურში იზეიმა.რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ სათათბირო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა - მას 50-დან 45 დეპუტატი ჰყავს. თბილისის საკრებულოში დანარჩენი მანდატები ასე გადანაწილდა: არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან.დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია. თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან. 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3.513,818 შეადგინა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღება 3.130,348 ამომრჩეველს შეეძლო. პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129770_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5ab83ad82033f74c28122278eacca300.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური პროცესი, რომელიც ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების სრული დაცვით.
ცესკომ თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა - მისი მერობის მესამე ვადა სტარტს ოფიციალურად 29 ოქტომბერს აიღებს.
უწყების ცნობით, თბილისის მერის არჩევნებში 324.798 ამომრჩეველი მონაწილეობდა - კალაძეს 215,363-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, შესაბამისად, მან მოპოვებული ხმების 71,677%-ით გამარჯვება პირველივე ტურში იზეიმა.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ სათათბირო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა - მას 50-დან 45 დეპუტატი ჰყავს.
თბილისის საკრებულოში დანარჩენი მანდატები ასე გადანაწილდა:
„კონსერვატორები საქართველოსთვის“-1 მანდატი
„ძლიერი საქართველო-ლელო“ – 2 მანდატი
არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო.
კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერები და საკრებულოების წევრები უფლებამოსილების აღსრულებას 29 ოქტომბრიდან შეუდგებიან.
დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
თბილისში საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3.513,818 შეადგინა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღება 3.130,348 ამომრჩეველს შეეძლო.
პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.