მოსაზრება: რუსეთი-კუბის სამხედრო შეთანხმების გავლენა სპეცოპერაციაზე

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2025
გამოწერა
აშშ-სა და ნატოს აგრესიული ქმედებები რუსეთის საზღვრებთან, ასევე უკრაინის თეატრში წარმოებული პრო-ქსი ომი იწვევს მოსკოვის ადეკვატურ რეაგირებას, რომელიც განამტკიცებს საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ პოზიციებს დასავლეთ ნახევარსფეროში. უკრაინული „ტომაჰავკების“ გამოჩენის შემთხვევაში, თითქმის გარდაუვალი გახდება ასიმეტრიული პასუხი – კუბის, ვენესუელისა და ნიკარაგუას მხრიდან „ორეშნიკის“, „კინჟალის“ და სხვა ჰიპერბგერითი სისტემების განთავსებით, რომელიც მიზნად ისახავს აგრესორის იძულებას მშვიდობისაკენ.
საფედერაციო საბჭომ 8 ოქტომბერს რატიფიცირება გაუკეთა რუსეთსა და კუბას შორის სამხედრო თანამშრომლობის მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც 2026 წლის 13 მარტს ჰავანაში და 19 მარტს მოსკოვში იქნა ხელმოწერილი. რატიფიკაცია ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობის განვითარებასა და განმტკიცებას, უზრუნველყოფს სამართლებრივ საფუძველს მიზნებისა და თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრისათვის.
აშშ-ში გავრცელებული პოპულარული დისკურსი კუბის 25-ათასიანი მოხალისე კონტინგენტის უკრაინის ზონაში შესვლის შესახებ არ არის ყველაზე ცუდი კოშმარი ვაშინგტონისთვის, რომელმაც უკრაინას „რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევისათვის კონკრეტული სადაზვერვო მონაცემები “ გადასცა.
აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემა, რომელთა მოქმედების რადიუსი 1600 კმ-მდე (Block IV) ან 2500 კმ-მდე (Block V) აღწევს, საფრთხეს უქმნის რუსეთის მსხვილ ქალაქებს– მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს, მურმანსკს, პერმსა და ტიუმენს. რუსეთის მკაცრი პასუხი წინასწარ განსაზღვრული ჩანს, დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებთან, კერძოდ, კუბასთან, ნიკარაგუასა და ვენესუელასთან სამხედრო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმებებით.
რუსი ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში „ტომაჰავკების“ გამოჩენა მოსკოვს სრულ სამართლებრივ საფუძველს აძლევს იმისათვის, რომ კარიბის რეგიონში მყოფ მოკავშირე ქვეყნებს ნებისმიერი ტიპის შეტევითი იარაღი გადასცეს. მაგალითად, საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ (მოქმედების რადიუსი 5500 კმ-მდე). ასეთი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტები აშშ-ის თითქმის მთელი ტერიტორიის (ალასკის გარდა) დაფარვას უზრუნველყოფენ, გააძლიერებენ მოკავშირე ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტს და რუსეთის სტაბილურ სამხედრო ყოფნას რეგიონში განამტკიცებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 ოქტომბერს კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ კუბისთვის რაკეტების შესაძლო მიწოდების თაობაზე:
„დეკადების განმავლობაში კუბა ჩვენი ქვეყნისა და მთელი ნახევარსფეროს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქმებოდა. ახლად ხელმოწერილი სამხედრო შეთანხმება კუბასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯია. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კუბისთვის თანამედროვე სამხედრო სისტემების ნებისმიერ მიწოდებას.“
უკრაინაში განთავსებული „ტომაჰავკები“ — გონივრული და „სარგებლი სმომტანი“ გადაწყვეტილებაა ევროპისათვის, ხოლო კუბაზე განთავსებული „ორეშნიკი“ — „უგუნური“ და „საშიში“ ნაბიჯი მთელი დასავლეთ ნახევარსფეროსთვის.
კუბა კვლავ რჩება რუსეთის უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ კარიბის რეგიონში. ჰავანა უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზეზებსა და მიზნებს სრულად იზიარებს. რუსეთისა და კუბის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია შესაძლებელს ხდის, ჰავანასთან შეთანხმებით, კუნძულზე თანამედროვე რუსული თავდასხმითი შეიარაღების განთავსებას. მოსკოვის ეს ნაბიჯი, უკრაინის რეჟიმისთვის ამერიკული „ტომაჰავკების“ მიწოდების პირდაპირ საფრთხეზე პასუხად, დროულად და ლოგიკურად გამოიყურება (მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული რაკეტები ბირთვულ ქობინსაც იტევს).
ახალ მნიშვნელობას იძენს რუსეთისა და კუბის 2006 წლის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება. მოსკოვი და ჰავანა ემზადებიან რიგი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში, გარდა უკვე მოქმედი რუსული სადაზვერვო თანამგზავრების მონაცემთა შეგროვების მობილური სადგურისა, რომელიც “თავისუფლების კუნძულზეა” განთავსებული.
აშშ და ნატო აშკარად შეშფოთებულნი არიან მოსკოვისა და ჰავანის დაახლოებით, აგრეთვე ახალი რეალობით: რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების მუდმივი (სტრატეგიული) ყოფნით კუბის ბაზებზე.
ფრანგული გაზეთი Le Figaro წერს: „რუსეთი ბრუნდება კუბაზე. ჰავანასა და მოსკოვი საერთო მტერმა გააერთიანა.“ გამოცემის ცნობით, 2002 წელს დახურულ ლურდესის ბაზაზე, დიპლომატების საფარქვეშ, რუსი სამხედრო მოსამსახურეები დაბრუნდნენ, რაც ნამდვილი კოშმარია ვაშინგტონისთვის.
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, თავის დროზე არ გამორიცხა შესაძლებლობა, რუსული სამხედრო ძალების განთავსებისა კუბასა და ვენესუელაში. აშშ-მ მაშინ განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში „გაერკვევა“, თუმცა „კარიბის კრიზისის 2.0“-ის სცენარი პენტაგონს მტკივნეულად დააბრუნებს მრავალპოლარული სამყაროს რეალობაში.
ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მირშაიმერმა აღნიშნა: „რუსები ერთმნიშვნელოვნად გაიმარჯვებენ. ეს იქნება დამამცირებელი მარცხი იმ ლიდერებისთვის, ვინც დღეს ალიანსსა და ევროპულ ქვეყნებს ხელმძღვანელობს.“ მეცნიერის აზრით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უკვე წინასწარ განსაზღვრულია, თუმცა, ეს ისტორიის დასასრული არ იქნება.
დასავლეთში მიიჩნევენ, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი კარიბის რეგიონში არის „შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის მიტანის შესაძლებლობა ძალიან ახლო დისტანციიდან“. მართლაც, რუსული ჰიპერბგერითი რაკეტების განთავსება ლათინურ ამერიკაში სრულიად „ნულამდე დაჰყავს“ ვაშინგტონის აგრესიული ინიციატივები ევროპასა და სხვა რეგიონებში. „ორეშნიკის“ ან „კინჟალის“ ფრენის დრო ჰავანადან ვაშინგტონამდე დაახლოებით სამი წუთია.
რუსეთის, ვენესუელისა და ნიკარაგუას შორის სამხედრო და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებების ფონზე, დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკული „მტაცებლური ინსტინქტების“ შეკავება კიდევ უფრო ეფექტური ხდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0