პრემიერი: აქციის მონაწილეები საზოგადოებას აწუხებენ და არა მთავრობას

© STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2025
გამოწერა
საპარლამენტო კომიტეტები უახლოეს პერიოდში იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დაიწყებენ, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების წესების დარღვევისთვის უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეები საზოგადოებას უშლიან ხელს და არა ხელისუფლებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს საპროტესტო აქციები იმართება, რის გამოც დედაქალაქის ცენტრალური გამზირი იკეტება, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს და ქმნის საცობს - რამდენიმე თვეა აქციის მონაწილეთა რაოდენობა 50-ს არ აჭარბებს.
„საზოგადოება ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ 50 ადამიანი მილიონობით ადამიანს დასცინის. როდესაც საკმარისი რაოდენობით ვერ იკრიბებით, გთხოვთ, გამოიჩინეთ სიკეთე და დარჩით ტროტუარზე. ჩვენ სხვას არაფერს ვამბობთ და საზოგადოება სხვას არაფერს ითხოვს“, - განაცხადა კობახიძემ.
„ჩვენ ეს არ გვაწუხებს", - დასძინა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთაც პარლამენტი იხილავს, საზოგადოების უკმაყოფილებით ახსნა - აღნიშნული ცვლილებები ქუჩების გადაკეტვისთვის ჯარიმების ნაცვლად პატიმრობის შემოღებას ითვალისწინებს.
„როდესაც 50, 100 ან თუნდაც 300 კაციან ჯგუფებად იკრიბებით, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიკეთე და დარჩით ტროტუარზე. ეს საზოგადოების მოთხოვნაა და ეს მოთხოვნა ახლა კანონში აისახა. გარწმუნებთ, მათ შორის, როგორც იურისტი, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო კომიტეტები უახლოეს პერიოდში იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დაიწყებენ, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების წესების დარღვევისთვის უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციების ჩატარების წესები ამ ეტაპზე უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ არსებული დარღვევებისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
ამგვარად, ადამიანების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნისა და გზების გადაკეტვის, საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის ან სხვა პირებისთვის საფრთხის შემცველი ბარიკადების აღმართვის, პოლიციისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლის ან დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის აკრძალვის დარღვევა, ასევე საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვის დარღვევა 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი ქმედებები ისჯება 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით ან 15 დღემდე ვადით პატიმრობით - სასჯელის ფორმას სასამართლო წყვეტს.
15-დან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა იმ პირებისთვის, რომლებიც არღვევენ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მასალების, პიროტექნიკისა და ცივი იარაღის ქონის აკრძალვას, ასევე საგნების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება - 5-ათასი ლარი.
საპროტესტო აქციების აკრძალვის დარღვევისთვის დანარჩენი სანქციები, ისევე როგორც საპროტესტო აქციების ჩატარების წესი, იგივე დარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0