https://sputnik-georgia.com/20251014/policielis-motxovnis-daumorchilebloba-sisxlis-samartlis-danashauli-gaxdeba-295367227.html
პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება: კანონპროექტი
პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება: კანონპროექტი
Sputnik საქართველო
სასჯელის ვადა ორ წლამდე იქნება, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. 14.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-14T19:00+0400
2025-10-14T19:00+0400
2025-10-14T19:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295237151_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_d51bac7604d1741ad5fef7f9bb0f9a64.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის კომიტეტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხილვას შეუდგებიან, რომლის თანახმადაც, რიგ შემთხვევებში პოლიციელის ბრძანების შეუსრულებლობა ან მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.ცვლილებების თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც მსგავსი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით უკვე არიან მსჯავრდებული. სასჯელის ვადა ორ წლამდე იქნება, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ისე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლში საუბარია არა მხოლოდ პოლიციის, არამედ სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის თანამშრომლების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისა და პრობაციის სააგენტოს თანამშრომლების მოთხოვნების შეუსრულებლობაზე.შსს-ს ცნობით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ან მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის 1.591 შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც პასუხისგებაში მიეცა 58 ქალი და 1.324 მამაკაცი. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან 14 არასრულწლოვანია.პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა ან მისი შეუსრულებლობა ისჯება 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში სასჯელი შეიძლება გახდეს პირის საქართველოდან დეპორტაცია და მისი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295237151_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_7440155666d0f3209fd113e9d1f99958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება: კანონპროექტი
სასჯელის ვადა ორ წლამდე იქნება, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის კომიტეტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხილვას შეუდგებიან, რომლის თანახმადაც, რიგ შემთხვევებში პოლიციელის ბრძანების შეუსრულებლობა ან მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.
ცვლილებების თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც მსგავსი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით უკვე არიან მსჯავრდებული. სასჯელის ვადა ორ წლამდე იქნება, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ისე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლში საუბარია არა მხოლოდ პოლიციის, არამედ სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურის თანამშრომლების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისა და პრობაციის სააგენტოს თანამშრომლების მოთხოვნების შეუსრულებლობაზე.
შსს-ს ცნობით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ან მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის 1.591 შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც პასუხისგებაში მიეცა 58 ქალი და 1.324 მამაკაცი. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან 14 არასრულწლოვანია.
პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა ან მისი შეუსრულებლობა ისჯება 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში სასჯელი შეიძლება გახდეს პირის საქართველოდან დეპორტაცია და მისი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.