https://sputnik-georgia.com/20251014/konkretuli-pirebis-mier-sheizleba-partiis-dapuzneba-aikrzalos-295363250.html
კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება შეიძლება აიკრძალოს: ცვლილებები 4 კანონში შედის
კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება შეიძლება აიკრძალოს: ცვლილებები 4 კანონში შედის
Sputnik საქართველო
ცვლილებები შედის ოთხ კანონში: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“ და „სისხლის სამართლის... 14.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-14T10:57+0400
2025-10-14T10:57+0400
2025-10-14T10:57+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება აიკრძალოს კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინა, ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას ოთხ კანონში: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“ და „სისხლის სამართლის კოდექსი“.„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს, იმ პირს აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პოლიტიკურ პარტიასთან.ამკრძალავ ნორმებს ადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებიც. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ პარტიას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე, თუ პარტიის დამფუძნებელს ან მის წევრს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაც ეკრძალება იმ პირს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა და ა.შ.შემზღუდავ ნორმებს ადგენს „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებიც. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია იმ პირის პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.ზემოთ აღნიშნულის გარდა, ჯარიმაა გათვალისწინებული „სისხლის სამართლის კოდექსით“. კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც შესაბამის პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კონკრეტული პირების მიერ პარტიის დაფუძნება შეიძლება აიკრძალოს: ცვლილებები 4 კანონში შედის
ცვლილებები შედის ოთხ კანონში: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“ და „სისხლის სამართლის კოდექსი“.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება აიკრძალოს კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინა, ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას ოთხ კანონში: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“ და „სისხლის სამართლის კოდექსი“.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს, იმ პირს აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პოლიტიკურ პარტიასთან.
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლში კი აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
ამკრძალავ ნორმებს ადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებიც. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ პარტიას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე, თუ პარტიის დამფუძნებელს ან მის წევრს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაც ეკრძალება იმ პირს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა და ა.შ.
შემზღუდავ ნორმებს ადგენს „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებიც. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია იმ პირის პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ჯარიმაა გათვალისწინებული „სისხლის სამართლის კოდექსით“. კერძოდ, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც შესაბამის პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.