საქართველო ევრობონდების რეფინანსირების განაკვეთების ზრდას ელის

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2025
გამოწერა
2021 წელს 500 მლნ დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციების ემისიისას, კუპონის განაკვეთმა 2,75% შეადგინა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ 2026 წელს დაგეგმილი ევრობონდების რეფინანსირებისას განაკვეთის გაზრდა არ გამორიცხა.
2026 წელს საქართველო ევროობლიგაციის გამოშვებით 500 მილიონ დოლარს ისესხებს და 2021 წელს გამოშვებულ ობლიგაციებს დაფარავს. საუბარია 2021 წელს გამოშვებული ევრობონდის რეფინანსირებაზე, რისთვისაც 2026 წლის ბიუჯეტში 1,37 მლრდ ლარის საგარეო კრედიტის აღებაა გათვალისწინებული.
„განაკვეთის გაძვირება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წელთან შედარებით მსოფლიო ბაზარზე განაკვეთები გაზრდილია, როგორც Euribor-ის ნაწილში, ასევე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ობლიგაციების ნაწილში და ეს, რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას ევრობონდის გამოშვების დროს, თუმცა თვითონ რისკის ნაწილში რაც არის, ანუ განსხვავება თუნდაც ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთთან შედარებით, ამაში დიდი სხვაობა, ვფიქრობ, რომ არ იქნება",- განაცხადა კაკაურიძემ მედიაპლატფორმა BMG-თან.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს ახალი ევრობონდების ემისიას და, შესაბამისად, მოხდება 2021 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირება.
2021 წელს 500 მლნ დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციების ემისიისას, კუპონის განაკვეთმა 2,75% შეადგინა.
2011 წელს საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 10-წლიანი დაფარვის ვადის 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა. არსებული ევროობლიგაციების ძირითადი თანხის დასაფარად და ფინანსური რესურსების მოსაზიდად 2021 წელს აუცილებელი გახდა ახალი ევრობონდების გამოშვება. 2021 წლის კუპონის განაკვეთმა (coupon rate) 2,75% შეადგინა, შემოსავლიანობამ - 2,875%.
ყველა ახალი ამბავი
0