სააგენტო: ქართველ მეზღვაურებს ლუქსემბურგში რეგისტრირებულ გემზე დასაქმება შეეძლებათ

© Сourtesy of Georgian Governmentქართველი მეზღვაურები
ქართველი მეზღვაურები - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2025
გამოწერა
დღეის მდგომარეობით, ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატებს ევროკავშირის 20 და ევროკავშირის არაწევრი 55 სახელმწიფო აღიარებს
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქართველ მეზღვაურებს ლუქსემბურგში რეგისტრირებულ გემზე დასაქმება შეეძლებათ, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლუქსემბურგის დიდმა საჰერცოგომ ოფიციალურად აღიარა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული მეზღვაურთა სერტიფიკატები აღნიშნული გადაწყვეტილება ქართველ მეზღვაურებს საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ ლუქსემბურგის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე .
ბოლო მონაცემებით, ლუქსემბურგის საზღვაო ფლოტში დაახლოებით 200 გემია რეგისტრირებული.
„ლუქსემბურგის დიდმა საჰერცოგომ აღიარა ქართველ მეზღვაურთა სამუშაო დიპლომები — ეს არის ევროკავშირის რიგით მეოცე წევრი სახელმწიფო, რომელმაც ქართველ მეზღვაურებს სამუშაო ბაზარი გაუხსნა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართველ მეზღვაურთა სოციალური დაცვის მაღალი გარანტიების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.
მისი თქმით, რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებს მეზღვაურთა დასაქმების ბაზარზე, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაცია და მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც განაპირობებს ქართველ მეზღვაურთა დასაქმების მაღალ გარანტიებს.
დღეის მდგომარეობით, ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატებს ევროკავშირის 20 და ევროკავშირის არაწევრი 55 სახელმწიფო აღიარებს.
ყველა ახალი ამბავი
0