https://sputnik-georgia.com/20251013/administracia-turistulma-vizitebma-rekordi-moxsna-295360031.html
ადმინისტრაცია: საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ადმინისტრაცია: საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
Sputnik საქართველო
მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 6,6%-ით გაიზარდა და 2,9 მილიონი შეადგინა. 13.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-13T21:00+0400
2025-10-13T21:00+0400
2025-10-13T21:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284815770_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_3ddd5d3f36a86ddab3b3bff3e69e37a0.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. იანვარ-სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 4,3 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით მეტია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 6,1 მილიონი შეადგინა, რაც 5,4%-ით მეტია 2024 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით.გარდა ამისა, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რამაც ისტორიულ მაქსიმუმს - 2 მილიონს (+9%) მიაღწია.მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 6,6%-ით გაიზარდა და 2,9 მილიონი შეადგინა.ტურიზმის აღდგენაკორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 4,43 მილიარდი საერთაშორისო მოგზაური.2024 წელს ქვეყანამ რეკორდი მოხსნა ტურისტული ვიზიტების კუთხითაც - ქვეყანამ 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284815770_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_d4c63abdcacb978af32845051eb148fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ადმინისტრაცია: საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 6,6%-ით გაიზარდა და 2,9 მილიონი შეადგინა.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. იანვარ-სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 4,3 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით მეტია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 6,1 მილიონი შეადგინა, რაც 5,4%-ით მეტია 2024 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით.
გარდა ამისა, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რამაც ისტორიულ მაქსიმუმს - 2 მილიონს (+9%) მიაღწია.
მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 6,6%-ით გაიზარდა და 2,9 მილიონი შეადგინა.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან 2023 წლის შემოსავლებმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა 35,4%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.
საქართველომ 2024 წელს ტურისტული ვიზიტების მიხედვითაც რეკორდი მოხსნა. გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა - ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 4,43 მილიარდი საერთაშორისო მოგზაური.
2024 წელს ქვეყანამ რეკორდი მოხსნა ტურისტული ვიზიტების კუთხითაც - ქვეყანამ 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც 5,1 მილიონი ტურისტი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ისინი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა.