https://sputnik-georgia.com/20251012/tbilisis-chinel-blogerebs-maspinzlobs-295348411.html
თბილისი ჩინელ ბლოგერებსა და ტურისტული ასოციაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს
თბილისი ჩინელ ბლოგერებსა და ტურისტული ასოციაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
სტუმრები საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებენ ინფორმაციას ქალაქის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, აღნიშნავენ თბილისის მერიაში. 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T18:00+0400
2025-10-12T18:00+0400
2025-10-12T18:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284811700_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_f288e42c0f574d3465280e00a8a29065.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქს ჩინეთიდან ტურიზმის სექტორის ციფრული მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ტურისტული ასოციაციების წევრები სტუმრობენ, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია მასპინძლობს.უწყების ცნობით, სტუმრები საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებენ ინფორმაციას ქალაქის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, მათ შორის: კულტურული ტურიზმი, საოჯახო და სპა-გამაჯანსაღებელი, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, შოპინგის შესაძლებლობები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის ადგილობრივი კულტურის, კულინარიის გაცნობა და საინტერესო ინფორმაციების მიწოდება. დედაქალაქში წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, არსებითად იზრდება ტურისტების რაოდენობა, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი და საქართველო განიხილებოდეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოტენციურ მიმართულებად, როგორც უსაფრთხო, საინტერესო თავისი კულტურითა და სიძველით“, - აღნიშნა ლომჯარიამ. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულო, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თბილისის პოზიციონირებას, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ცენტრალურ მიმართულებას რეგიონში.როგორც უწყებაში განმარტეს, ტურიზმის სექტორის ციფრული მედიის წარმომადგენლების, ბლოგერებისა და ტურისტული ასოციაციების წევრების ვიზიტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე თბილისის ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის სექტორის განვითარებას, მათ შორის მაღალმხარჯველობითუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284811700_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_90598a261f256eb239c21be30b2623aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი ჩინელ ბლოგერებსა და ტურისტული ასოციაციის წარმომადგენლებს მასპინძლობს
სტუმრები საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებენ ინფორმაციას ქალაქის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, აღნიშნავენ თბილისის მერიაში.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქს ჩინეთიდან ტურიზმის სექტორის ციფრული მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ტურისტული ასოციაციების წევრები სტუმრობენ, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია მასპინძლობს.
უწყების ცნობით, სტუმრები საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებენ ინფორმაციას ქალაქის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, მათ შორის: კულტურული ტურიზმი, საოჯახო და სპა-გამაჯანსაღებელი, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, შოპინგის შესაძლებლობები.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის ადგილობრივი კულტურის, კულინარიის გაცნობა და საინტერესო ინფორმაციების მიწოდება. დედაქალაქში წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, არსებითად იზრდება ტურისტების რაოდენობა, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი და საქართველო განიხილებოდეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოტენციურ მიმართულებად, როგორც უსაფრთხო, საინტერესო თავისი კულტურითა და სიძველით“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ ქართული ტრადიციული სამზარეულო, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თბილისის პოზიციონირებას, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ცენტრალურ მიმართულებას რეგიონში.
როგორც უწყებაში განმარტეს, ტურიზმის სექტორის ციფრული მედიის წარმომადგენლების, ბლოგერებისა და ტურისტული ასოციაციების წევრების ვიზიტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო არენაზე თბილისის ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის სექტორის განვითარებას, მათ შორის მაღალმხარჯველობითუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას.