https://sputnik-georgia.com/20251012/saqartvelo-metros-axal-vagonebs-2027-wls-miigebs-295339974.html
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველო ჩინეთიდან მეტროს ახალ ვაგონებს 2027 წელს მიიღებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველო ჩინეთიდან მეტროს ახალ ვაგონებს 2027 წელს მიიღებს
Sputnik საქართველო
დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T09:49+0400
2025-10-12T09:49+0400
2025-10-12T10:07+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/61/237766152_0:92:2000:1217_1920x0_80_0_0_dc9b4e6dc6f9d302fe1fe1a2876bf28f.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების მიწოდება 2027 წლიდან დაიწყება, განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სიტყვით გამოსვლისას.2025 წლის ივლისში თბილისის მერიამ კომპანიას „ჯი-თი გრუპთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი უმსხვილესი მეტროს ვაგონების მწარმოებელი CRRC-ი თბილისის მეტროპოლიტენს 150 მლნ ევროს ღირებულების 111 ვაგონს მიაწვდის. თბილისის მეტროს შემადგენლობების განახლება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.კომპანია თბილისს 14 ერთეულ 4-ვაგონიან და 11 ერთეულ 5-ვაგონიანი შემადგენლობებს მოაწვდის, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება.ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ვაგონი უნდა იყოს 18,5-დან 19,5 მეტრამდე სიგრძის, შემაერთებელი ნაწილის ჩათვლით, 3,65 მეტრი სიმაღლის და 2,7 მეტრი სიგანის. ვაგონის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 280 მგზავრს, რაც ხუთვაგონიანი მატარებლის მაქსიმუმ 1400 მგზავრს ნიშნავს.დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ვაგონებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/61/237766152_155:0:2000:1384_1920x0_80_0_0_27bfe455b16f10942c81b96d0f59e13c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველო ჩინეთიდან მეტროს ახალ ვაგონებს 2027 წელს მიიღებს
09:49 12.10.2025 (განახლებულია: 10:07 12.10.2025) დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენისთვის ახალი ვაგონების მიწოდება 2027 წლიდან დაიწყება, განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სიტყვით გამოსვლისას.
2025 წლის ივლისში თბილისის მერიამ კომპანიას „ჯი-თი გრუპთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი უმსხვილესი მეტროს ვაგონების მწარმოებელი CRRC-ი თბილისის მეტროპოლიტენს 150 მლნ ევროს ღირებულების 111 ვაგონს მიაწვდის.
„თბილისს დაახლოებით 212 ვაგონი სჭირდება. წელს, სახსრების მოსაზიდად, ჩვენ ფინანსურ ინსტიტუტთან (AIIB) ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ასევე არსებობს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ავანსის გადახდა ამ თვეშია მოსალოდნელი. შესაძლოა, 2026 წელს ვერ მოასწრონ მოწოდება. თუმცა, ახალ მეტროს ვაგონებს 2027 წლიდან მივიღებთ", - განაცხადა კაკაურიძემ.
თბილისის მეტროს შემადგენლობების განახლება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კომპანია თბილისს 14 ერთეულ 4-ვაგონიან და 11 ერთეულ 5-ვაგონიანი შემადგენლობებს მოაწვდის, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება.
ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ვაგონი უნდა იყოს 18,5-დან 19,5 მეტრამდე სიგრძის, შემაერთებელი ნაწილის ჩათვლით, 3,65 მეტრი სიმაღლის და 2,7 მეტრი სიგანის. ვაგონის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 280 მგზავრს, რაც ხუთვაგონიანი მატარებლის მაქსიმუმ 1400 მგზავრს ნიშნავს.
დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ვაგონებით.