https://sputnik-georgia.com/20251012/papuashvili-zurabishvilis-posts-exmianeba-295349260.html
პაპუაშვილი: გადატრიალებაში დამარცხებიდან მე-7 დღეს ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია მოიფიქრეს
პაპუაშვილი: გადატრიალებაში დამარცხებიდან მე-7 დღეს ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია მოიფიქრეს
Sputnik საქართველო
4 ოქტომბრის საღამოს, მუნიციპალური არჩევნების დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა და „ხელისუფლების... 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T19:37+0400
2025-10-12T19:37+0400
2025-10-12T19:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295236102_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_7797aedd34c90ef4544828a790720c49.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ხელისუფლების გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია მოიფიქრეს, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექს-პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოსტს იმის თაობაზე, რომ ღობე რომლის დაზიანებისთვისაც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე დააკავეს, წინასწარ იყო მორღვეული. მედიაში გავრცელებული ვერსია, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტია რეზიდენციის ღობე, შესაძლოა, სპეციალურად იყო მორყეული, რათა საპროტესტოი აქციის მონაწილეებს 4 ოქტომბერის ღამეს შენობაში შეჭრა არ გასჭირვებოდათ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს „დიახ, ღობე მყარი იყო... იმ დროს!"4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ხუთივე მათგანს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ედებათ ბრალად.გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. ამ დროისთვის სულ დაკავებულია 50-მდე პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295236102_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_e6ae3a6f959e8e19e3aa033abd005dbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: გადატრიალებაში დამარცხებიდან მე-7 დღეს ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია მოიფიქრეს
4 ოქტომბრის საღამოს, მუნიციპალური არჩევნების დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა და „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ გამოაცხადეს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ხელისუფლების გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია მოიფიქრეს, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექს-პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოსტს იმის თაობაზე, რომ ღობე რომლის დაზიანებისთვისაც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე დააკავეს, წინასწარ იყო მორღვეული.
მედიაში გავრცელებული ვერსია, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტია რეზიდენციის ღობე, შესაძლოა, სპეციალურად იყო მორყეული, რათა საპროტესტოი აქციის მონაწილეებს 4 ოქტომბერის ღამეს შენობაში შეჭრა არ გასჭირვებოდათ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს „დიახ, ღობე მყარი იყო... იმ დროს!"
„საკუთარი მარცხის გასასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს - ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია. ტოპტვინები აშკარად შენელდნენ”, -დაწერა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ხუთივე მათგანს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ედებათ ბრალად.
გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. ამ დროისთვის სულ დაკავებულია 50-მდე პირი.