62-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე საველე წვრთნები დაასრულა

© Sputnik / Denis Aslanovორფოლოს პოლიგონი
ორფოლოს პოლიგონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2025
გამოწერა
საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.
62-ე საარტილერიო ბატალიონმა სამანევრო ქვედანაყოფების საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო რეიდი განახორციელა.
საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.
ორკვირიანი გეგმური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.
ყველა ახალი ამბავი
0