https://sputnik-georgia.com/20251012/mtavroba-saxelmwipo-qonebis-pirdapiri-privatizaciis-pirobebs-gansazgvravs-295340277.html
მთავრობა შეძლებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი პრივატიზაციის პირობები განსაზღვროს
მთავრობა შეძლებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი პრივატიზაციის პირობები განსაზღვროს
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ქონების გაცვლის პროცედურა და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T12:12+0400
2025-10-12T12:12+0400
2025-10-12T12:12+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობას მისცემს უფლებას, ცალკეულ შემთხვევებში დამოუკიდებლად დაადგინოს პირობები სახელმწიფო ქონების გაყიდვისა და გაცვლისთვის.„ცვლილებების მიღების შემდეგ გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის გზით პრივატიზების წინაპირობები, ხოლო სხვა შემთხვევებში, უძრავი ქონების განკარგვა განხორციელდება აუქციონის გზით“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებლობა ექნება გაცვალოს სახელმწიფო ქონება ფიზიკური და/ან კერძო იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის ან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.სახელმწიფო ქონების გაცვლის პროცედურა და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.საქართველოს მთავრობა ასევე დაადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწისა და უძრავი ქონების პირდაპირი გაყიდვის შემთხვევებს.კანონპროექტი ძალაში შევა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღების, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მთავრობა შეძლებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი პრივატიზაციის პირობები განსაზღვროს
სახელმწიფო ქონების გაცვლის პროცედურა და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობას მისცემს უფლებას, ცალკეულ შემთხვევებში დამოუკიდებლად დაადგინოს პირობები სახელმწიფო ქონების გაყიდვისა და გაცვლისთვის.
„ცვლილებების მიღების შემდეგ გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის გზით პრივატიზების წინაპირობები, ხოლო სხვა შემთხვევებში, უძრავი ქონების განკარგვა განხორციელდება აუქციონის გზით“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებლობა ექნება გაცვალოს სახელმწიფო ქონება ფიზიკური და/ან კერძო იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის ან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
სახელმწიფო ქონების გაცვლის პროცედურა და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს მთავრობა ასევე დაადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწისა და უძრავი ქონების პირდაპირი გაყიდვის შემთხვევებს.
კანონპროექტი ძალაში შევა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღების, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.