https://sputnik-georgia.com/20251012/fexburti-saqartvelos-nakrebi-espanettan-damarcxda-295341724.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით მესამე ადგილზეა. პირველზე ესპანეთია, მეორეზე - თურქეთი 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T00:42+0400
2025-10-12T00:42+0400
2025-10-12T01:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294824505_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_8bded077eadb38b50d8d61fb9ddb4066.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სასწაული ვერ მოახდინა და ესპანეთთან სტუმრად 0:2 დამარცხდა.მატჩის პირველივე წუთებიდან უპირატესობა მეტოქის ხელში იყო, საქართველოს ნაკრების დაცვა თავის საჯარიმოში შეცდომაზე შეცდომას უშვებდა. შედეგად 24-ე წუთზე პინომ გოლი გაიტანა.ამ გოლს გიორგი მამარდაშვილის შეცდომა მოყვა, რამაც 11-მეტრიანის დანიშვნა გამოიწვია. მაგრამ ქართველმა მეკარემ გამოასწორა შეცდომა და დამაჯერებლად მოიგერია ტორესის დარტყმა.პირველი ტაიმის ბოლოს გაცილებით უფრო გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდებოდა, რომ არა მამარდაშვილი ან უბრალო გამართლება. ბურთის ფლობის მაჩვენებელი - 80%/20%.მეორე ტაიმში ესპანელებს ანგარიშის გაზრდის საშუალება დასაწყისშივე ჰქონდათ, მაგრამ საქართველო ძელმა იხსნა. მაგრამ მოგვიანებით მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს - 64-ე წუთზე თავი ოარსაბალმა ისახელა.69-ე წუთზე ვილი სანიოლმა შეცვალა რამდენიმე მოთამაშე: ოთარ ქიტეიშვილის ნაცვლად მინდორზე ნიკა გაგნიძე გავიდა, ხვიჩა კვარაცხელია ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა, გიორგი მიქაუტაძის მაგივრად გიორგი კვერნაძე გამოვიდა.81-ე დ 86-ე წუთებზე სანიოლმა ოთარ კაკაბაძის ნაცვლად ირაკლი აზაროვი გამოიყვანა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილი კი ვლადიმერ მამუჩაშვილით შეცვალა.89-ე წუთზე მამარდაშვილმა ტორესის ურთულესი დარტყმა მოიგერია და ნაკრები მესამე გოლისგან იხსნა.Е ჯგუფის სხვა მატჩში თურქეთმა სტუმრად ბულგარეთი გაანადგურა - 5:1.სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით მესამე ადგილზეა. პირველზე ესპანეთია, მეორეზე - თურქეთი. ბოლო ადგილზეა ბულგარეთი, რომელსაც არცერთი ქულა არ აქვს.14 ოქტომბერს საქართველო იზმირში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294824505_180:0:1260:810_1920x0_80_0_0_faac86be902afd5cce5f9dea653d3b9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
00:42 12.10.2025 (განახლებულია: 01:39 12.10.2025) სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით მესამე ადგილზეა. პირველზე ესპანეთია, მეორეზე - თურქეთი
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სასწაული ვერ მოახდინა და ესპანეთთან სტუმრად 0:2 დამარცხდა.
მატჩის პირველივე წუთებიდან უპირატესობა მეტოქის ხელში იყო, საქართველოს ნაკრების დაცვა თავის საჯარიმოში შეცდომაზე შეცდომას უშვებდა. შედეგად 24-ე წუთზე პინომ გოლი გაიტანა.
ამ გოლს გიორგი მამარდაშვილის შეცდომა მოყვა, რამაც 11-მეტრიანის დანიშვნა გამოიწვია. მაგრამ ქართველმა მეკარემ გამოასწორა შეცდომა და დამაჯერებლად მოიგერია ტორესის დარტყმა.
პირველი ტაიმის ბოლოს გაცილებით უფრო გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდებოდა, რომ არა მამარდაშვილი ან უბრალო გამართლება. ბურთის ფლობის მაჩვენებელი - 80%/20%.
მეორე ტაიმში ესპანელებს ანგარიშის გაზრდის საშუალება დასაწყისშივე ჰქონდათ, მაგრამ საქართველო ძელმა იხსნა. მაგრამ მოგვიანებით მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს - 64-ე წუთზე თავი ოარსაბალმა ისახელა.
69-ე წუთზე ვილი სანიოლმა შეცვალა რამდენიმე მოთამაშე: ოთარ ქიტეიშვილის ნაცვლად მინდორზე ნიკა გაგნიძე გავიდა, ხვიჩა კვარაცხელია ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა, გიორგი მიქაუტაძის მაგივრად გიორგი კვერნაძე გამოვიდა.
81-ე დ 86-ე წუთებზე სანიოლმა ოთარ კაკაბაძის ნაცვლად ირაკლი აზაროვი გამოიყვანა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილი კი ვლადიმერ მამუჩაშვილით შეცვალა.
89-ე წუთზე მამარდაშვილმა ტორესის ურთულესი დარტყმა მოიგერია და ნაკრები მესამე გოლისგან იხსნა.
Е ჯგუფის სხვა მატჩში თურქეთმა სტუმრად ბულგარეთი გაანადგურა - 5:1.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით მესამე ადგილზეა. პირველზე ესპანეთია, მეორეზე - თურქეთი. ბოლო ადგილზეა ბულგარეთი, რომელსაც არცერთი ქულა არ აქვს.
14 ოქტომბერს საქართველო იზმირში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.