https://sputnik-georgia.com/20251012/ashsh-kievs-rusetis-energoobieqtebze-dartkmebs-axorcielebs-295346077.html
FT: აშშ უკრაინას რუსეთში სამიზნეების დაბომბვაში უკვე რამდენიმე თვეა ეხმარება
FT: აშშ უკრაინას რუსეთში სამიზნეების დაბომბვაში უკვე რამდენიმე თვეა ეხმარება
Sputnik საქართველო
გამოცემის წყაროს ცნობით, ამერიკული დაზვერვა კიევს მარშრუტების, სიმაღლისა და დროის დადგენაში ეხმარება. 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T16:29+0400
2025-10-12T16:29+0400
2025-10-12T16:29+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/08/286183934_0:74:3072:1802_1920x0_80_0_0_322e975d6977a8026a91334750bda356.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. აშშ უკვე რამდენიმე თვეა უკრაინას ეხმარება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ენერგოობიექტებზე დარტყმები განახორციელოს, წერს გაზეთი Financial Times-ი, იუწყება РИА Новости.„აშშ უკვე რამდენიმე თვეა უკრაინას ეხმარება რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებაში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.უკრაინელ და ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდა „რუსეთის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე“ დარტყმების განხორციელება.გამოცემის წყაროს ცნობით, ამერიკული დაზვერვა კიევს მარშრუტების, სიმაღლისა და დროის დადგენაში ეხმარება.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაზეთს განუცხადა, რომ „კიევი იმუშავებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების რაოდენობისა და მასშტაბის გაზრდის მიმართულებით“.მანამდე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ სააგენტოებს დაავალა, მოემზადონ უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად, რაც მას რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებაში დაეხმარება.როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების მიზნით სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცარიელი სიტყვები არ არის.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, კიევის რეჟიმი ცდილობს რუსეთის ფედერაციაში სრულიად მშვიდობიან სამიზნეებს დაარტყას, თუმცა „ეს მას ვერ დაეხმარება“.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქვეშევრდომებს მოუწოდა, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კურსი დაიცვან.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/08/286183934_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_9574e7c57fff4d93346d59e5259bdbdc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები
FT: აშშ უკრაინას რუსეთში სამიზნეების დაბომბვაში უკვე რამდენიმე თვეა ეხმარება
გამოცემის წყაროს ცნობით, ამერიკული დაზვერვა კიევს მარშრუტების, სიმაღლისა და დროის დადგენაში ეხმარება.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. აშშ უკვე რამდენიმე თვეა უკრაინას ეხმარება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ენერგოობიექტებზე დარტყმები განახორციელოს, წერს გაზეთი Financial Times-ი, იუწყება
РИА Новости.
„აშშ უკვე რამდენიმე თვეა უკრაინას ეხმარება რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებაში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
უკრაინელ და ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდა „რუსეთის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე“ დარტყმების განხორციელება.
გამოცემის წყაროს ცნობით, ამერიკული დაზვერვა კიევს მარშრუტების, სიმაღლისა და დროის დადგენაში ეხმარება.
„ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, უკრაინამ შორი დისტანციის დარტყმებისთვის სამიზნეები შეარჩია, შემდეგ კი ვაშინგტონმა ამ ობიექტების დაუცველობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, - წერს Financial Times.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაზეთს განუცხადა, რომ „კიევი იმუშავებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების რაოდენობისა და მასშტაბის გაზრდის მიმართულებით“.
მანამდე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ სააგენტოებს დაავალა, მოემზადონ უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად, რაც მას რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებაში დაეხმარება.
როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების მიზნით სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცარიელი სიტყვები არ არის.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, კიევის რეჟიმი ცდილობს რუსეთის ფედერაციაში სრულიად მშვიდობიან სამიზნეებს დაარტყას, თუმცა „ეს მას ვერ დაეხმარება“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქვეშევრდომებს მოუწოდა, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კურსი დაიცვან.