https://sputnik-georgia.com/20251011/yvelas-hqonda-arcevani-papuasvili-prezidentis-adomistraciis-strurmze-295336048.html
ყველას ჰქონდა არჩევანი - პაპუაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმზე
ყველას ჰქონდა არჩევანი - პაპუაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმზე
Sputnik საქართველო
ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც „წინა ხაზზე მოხუცები დააყენა და ახლა დაკავებებით სპეკულირებს“, დაწერა პაპუაშვილმა 11.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-11T14:48+0400
2025-10-11T14:48+0400
2025-10-11T14:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523672_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_76e8e92bbf67ce543e1c324aa7bd0907.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ყველას ჰქონდა არჩევანი, ვინც მონაწილეობდა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასა და შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია საღამოსთვის გადაიზარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობაში, რაც პოლიციასთან შეტაკებებითა და შემდგომი დაპატიმრებებით დასრულდა.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც „წინა ხაზზე მოხუცები დააყენა და ახლა დაკავებებით სპეკულირებს“.თავდასხმის საქმეზე დაკავებული 46 პირიდან ყველაზე უფროსი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, 71 წლისაა. სასამართლომ, მისი ასაკისა და ექიმების მოთხოვნის გათვალისწინებით, იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.„მათ კი, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით,” - დაწერა პაპუაშვილმა.4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" უნდა დაეწყოთ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.საგამოძიებო უწყება მათ ქონების დაზიანებასა ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523672_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_dd2f2103dc80fd2a74b9101f3179bdf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, შალვა პაპუაშვილი
ყველას ჰქონდა არჩევანი - პაპუაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმზე
ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც „წინა ხაზზე მოხუცები დააყენა და ახლა დაკავებებით სპეკულირებს“, დაწერა პაპუაშვილმა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ყველას ჰქონდა არჩევანი, ვინც მონაწილეობდა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასა და შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია საღამოსთვის გადაიზარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობაში, რაც პოლიციასთან შეტაკებებითა და შემდგომი დაპატიმრებებით დასრულდა.
„ყველას ჰქონდა არჩევანი - აჰყოლოდა ან არ აჰყოლოდა, მისულიყო ოთხში ოთხზე ან არ მისულიყო, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა, შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც „წინა ხაზზე მოხუცები დააყენა და ახლა დაკავებებით სპეკულირებს“.
თავდასხმის საქმეზე დაკავებული 46 პირიდან ყველაზე უფროსი, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, 71 წლისაა. სასამართლომ, მისი ასაკისა და ექიმების მოთხოვნის გათვალისწინებით, იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„მათ კი, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით,” - დაწერა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" უნდა დაეწყოთ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
საგამოძიებო უწყება მათ ქონების დაზიანებასა ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.