წვევამდელებმა საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს

© photo: Sputnik / Давид Хизанишвили / გადასვლა მედიაბანკშისწავლება საქართველოში
სწავლება საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2025
გამოწერა
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. მუხროვანში, გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ექვსთვიანი ვადით გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების საველე სწავლება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის წვევამდელებმა წყლის დაბრკოლების გადალახვაში პრაქტიკული წვრთნები გაიარეს.
სწავლება მდინარის ფორსირების სხვადასხვა მეთოდს და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესწავლას მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო სამხედროების საბრძოლო მზადყოფნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება რეალურ გარემოში.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული "თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე;
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
ყველა ახალი ამბავი
0