https://sputnik-georgia.com/20251011/tbilissi-mentaluri-janmrtelobis-sauniversiteto-klinika-asenda-295335309.html
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა
Sputnik საქართველო
კლინიკაში პაციენტების მიღება 2026 წლიდან დაიწყება 11.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-11T12:33+0400
2025-10-11T12:33+0400
2025-10-11T12:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23509/32/235093289_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_253a6ebf56b70327ef99cd3452f1d340.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ვაშლიჯვარში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს. ამჟამად კლინიკის აღჭურვის ეტაპი მიმდინარეობს, პაციენტების მიღება კი 2026 წლიდან დაიწყება. კლინიკის ძირითადი სტაციონარი – 103 საწოლი, სამი ძირითადი სტაციონარული განყოფილებით: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი; დუალური ნოზოლოგიის განყოფილება; ნარკოლოგიური დეტოქსიკაციის განყოფილება; კლინიკას ასევე ექნება სარეაბილიტაციო განყოფილება (30 საწოლი). მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ითვალისწინებს ამბულატორიულ, გახანგრძლივებულ ამბულატორიულ (დღის ცენტრი), დამხმარე სარეაბილიტაციო (დღის ცენტრში-სტაციონარის შიდა) და ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული სერვისის მიწოდებას, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა და დამოკიდებულების მართვის და მკურნალობის ყველა პროფილით. კლინიკაში 100-ზე მეტი სპეციალისტი დასაქმდება.მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსდება თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტი. გათვალისწინებულია სასწავლო აუდიტორიები, სალექციო დარბაზი და შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასწავლო ინფრასტრუქტურა გათვლილია ერთდროულად 150-ზე მეტი სტუდენტისათვის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23509/32/235093289_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_373bde417294bc1a45302796f6faba10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა
კლინიკაში პაციენტების მიღება 2026 წლიდან დაიწყება
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ვაშლიჯვარში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამჟამად კლინიკის აღჭურვის ეტაპი მიმდინარეობს, პაციენტების მიღება კი 2026 წლიდან დაიწყება.
კლინიკის ძირითადი სტაციონარი – 103 საწოლი, სამი ძირითადი სტაციონარული განყოფილებით: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი; დუალური ნოზოლოგიის განყოფილება; ნარკოლოგიური დეტოქსიკაციის განყოფილება; კლინიკას ასევე ექნება სარეაბილიტაციო განყოფილება (30 საწოლი).
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ითვალისწინებს ამბულატორიულ, გახანგრძლივებულ ამბულატორიულ (დღის ცენტრი), დამხმარე სარეაბილიტაციო (დღის ცენტრში-სტაციონარის შიდა) და ხანმოკლე დაყოვნების სტაციონარული სერვისის მიწოდებას, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა და დამოკიდებულების მართვის და მკურნალობის ყველა პროფილით.
კლინიკაში 100-ზე მეტი სპეციალისტი დასაქმდება.
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსდება თსსუ-ის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტი. გათვალისწინებულია სასწავლო აუდიტორიები, სალექციო დარბაზი და შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სასწავლო ინფრასტრუქტურა გათვლილია ერთდროულად 150-ზე მეტი სტუდენტისათვის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფაზე.