დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerასლარიანი კუპიურები
ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2025
გამოწერა
ბიზნეს სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2024,4 ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 10,8%-ით მეტია.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2023 წელთან შედარებით 11,5 პროცენტით (204.0 ლარით) გაიზარდა და 1970,8 ლარი შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2024 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა.
ბიზნეს სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2024,4 ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 10,8%-ით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, არაკომერციულ და ფინანსურ სექტორებში საშუალო ნომინალური ხელფასი 2023 წელთან შედარებით 13,2%-ით გაიზარდა და 1866,8 ლარს მიაღწია.
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი (2348,7 ლარი) დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში (977,6 ლარი).
2024 წელს საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3923,1 ლარი (წინა წელთან შედარებით ზრდა 1,7 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 3677,6 ლარი (ზრდა 14,4%);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2823,4 ლარი (ზრდა 12,6%).
2024 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1591,6 ლარით, ხოლო კაცების - 2340,7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 166,2 ლარი (11,7 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 240,8 ლარი (11,5%).
ყველა ახალი ამბავი
0