https://sputnik-georgia.com/20251011/rikotis-magistralis-darcenili-4-kilometriani-monakvetis-modernizeba-aqtiurad-mimdinareobs-295339267.html
რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზება აქტიურად მიმდინარეობს
რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზება აქტიურად მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით განხორციელდა. 11.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-11T18:23+0400
2025-10-11T18:23+0400
2025-10-11T18:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
რიკოთის უღელტეხილი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/17/290492422_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_28f70f55fedc2f90578038747c155e1f.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. რიკოთის მაგისტრალური გზის ჩუმათელეთი–ხევის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ორი ზოლის მოდერნიზება აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულების ორი ზოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ტრანსპორტი მოძრაობს. ამჟამად მიმდინარეობს ორი ზოლის მოდერნიზება-მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც რიკოთის მაგისტრალური გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორზოლიანი ჩქაროსნული გზა და აშენდება 5 ახალი ხიდი. რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანი ახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაც მგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს და ანახევრებს გადაადგილების დროს. ახალი მაგისტრალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით. რიკოთის მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) შემადგენელ ნაწილს. ამჟამად ავტოტრანსპორტი სარგებლობს რიკოთის ახალი მაგისტრალის 96%-ით. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ის ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით. რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე. "მალე დაიწყება ბათუმი–სარფის მაგისტრალის მშენებლობა, დასასრულს უახლოვდება გურიის მონაკვეთის მშენებლობა და მიმდინარეობს სამტრედიის მონაკვეთზე დაზიანებული სექტორის აღდგენითი სამუშაოები. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად აკონტროლებენ პროექტების ხარისხს და მეც არაერთგზის მითქვამს, რომ მუდმივად ვიქნები ობიექტებზე და აუცილებლად ყველა დეტალს ჩემ თანამშრომლებთან ერთად გავივლი,"- აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო
რიკოთის უღელტეხილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/17/290492422_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_3f04a70e1b4d33a2faa75028bd052321.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რიკოთის უღელტეხილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, რიკოთის უღელტეხილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზება აქტიურად მიმდინარეობს
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით განხორციელდა.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. რიკოთის მაგისტრალური გზის ჩუმათელეთი–ხევის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ორი ზოლის მოდერნიზება აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„არსებობს გარკვეული შენიშვნები კონტრაქტორთან ხარისხთან დაკავშირებით, რასაც ის აუცილებლად გამოასწორებს. ამასთან, რიკოთის მთელ მონაკვეთზე მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოები. ჩვენი ამოცანაა, რომ გზის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული," — განაცხადა ინფრასტუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულების ორი ზოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ტრანსპორტი მოძრაობს. ამჟამად მიმდინარეობს ორი ზოლის მოდერნიზება-მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც რიკოთის მაგისტრალური გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორზოლიანი ჩქაროსნული გზა და აშენდება 5 ახალი ხიდი.
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანი ახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაც მგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს და ანახევრებს გადაადგილების დროს. ახალი მაგისტრალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით.
რიკოთის მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) შემადგენელ ნაწილს. ამჟამად ავტოტრანსპორტი სარგებლობს რიკოთის ახალი მაგისტრალის 96%-ით.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ის ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე.
"მალე დაიწყება ბათუმი–სარფის მაგისტრალის მშენებლობა, დასასრულს უახლოვდება გურიის მონაკვეთის მშენებლობა და მიმდინარეობს სამტრედიის მონაკვეთზე დაზიანებული სექტორის აღდგენითი სამუშაოები. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად აკონტროლებენ პროექტების ხარისხს და მეც არაერთგზის მითქვამს, რომ მუდმივად ვიქნები ობიექტებზე და აუცილებლად ყველა დეტალს ჩემ თანამშრომლებთან ერთად გავივლი,"- აღნიშნა მინისტრმა.