რამდენი ტაქსი თბილისში გადაადგილდება ბასლაინზე - მერიის მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashvili Toyota Prius - თეთრი ტაქსი
 Toyota Prius - თეთრი ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2025
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, 19.368 ლიცენზიიდან 16.266 გაქირავებულია, დანარჩენებით ლიცენზიის მფლობელები სარგებლობენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. 2025 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელთა რაოდენობა 19.368-ს შეადგენს, ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE-მ თბილისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის ბასლაინზე გადაადგილების უფლება აქვს.
A კატეგორიის ლიცენზია 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გაიცემა. ეს არის თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილები, რომლებიც გამოშვებულია სულ მცირე 2013 წელს, ასეთი ლიცენზიის მქონე მძღოლებს ქუჩაში მგზავრების აყვანის და ტაქსის ტრაფარეტის და სხვა მანიშნებლების გამოყენების უფლება აქვთ.
მერიის ინფორმაციით, 19.368 ლიცენზიიდან 16.266 გაქირავებულია, დანარჩენებით ლიცენზიის მფლობელები სარგებლობენ.
თავდაპირველად ლიცენზიები ერთი წლის ვადით გაიცემოდა, თუმცა 2023 წლიდან აქტივაციის შემთხვევაში ისინი უვადო გახდა. უვადო ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ როგორც თავად სარგებლობა, ისე მისი გაყიდვა ან გაქირავება.
თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბერს ტაქსები ორ კატეგორიად დაიყო: „A“ და „B“.
ყველა ახალი ამბავი
0