პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალების და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

© Сourtesy of Georgian Governmentპრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2025
გამოწერა
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ჯილდოები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, გადასცა.
© Сourtesy of Georgian Governmentპრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. ჯემალ ბაღაშვილი
Президент Грузии Михаил Кавелашвили наградил 26 представителей сферы культуры орденами Чести и Сияния за особый вклад в развитие культуры - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2025
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. ჯემალ ბაღაშვილი
უწყების ინფორმაციით, ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
„ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას. იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე დროსა და სივრცეში არ დაკარგულიყო და თაობიდან-თაობას გადასცემოდა, განსაკუთრებული წვლილი კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენთვის უძვირფასეს და გამორჩეულ ქართველებს შეჰქონდათ, რომლებიც ერთი მხრივ გვინახავდნენ, მეორე მხრივ კი ახალს სძენდნენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ:
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი,
მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძე,
პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე,
მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი
პოეტი ლიანა სტურუა.
კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების მიმართულების პროფესორი, დირიჟორი გიორგი ჭიჭინაძე;
"თორაძე ფაუნდეიშენის" დირექტორი, მუსიკოსი ნინო თორაძე,
საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფოლკლორისტი გიორგი დონაძე,
კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, მომღერალი ნატო მეტონიძე,
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტის" ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე,
მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია,
"საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის" დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი,
"საქართველოს მხატვართა კავშირისა" და "საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების" თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე,
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი,
"გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი,
"გურჯაანის მუნიციპალური ცენტრის" ანსამბლ "გურჯაანის" მომღერალი, ფოლკლორისტი ამირან გეთიაშვილი,
"გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის "ანსამბლ" გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ნიკოლოზ მამიაშვილი,
"გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის "ანსამბლ" გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ბიძინა სამხარაძე,
"გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის "ანსამბლ" გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ტარიელ ჯაჭვაძე,
"გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის "ანსამბლ" გურჯაანის მომღერალი, ფოლკლორისტი ივანე გოგინაშვილი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი,
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების მიმართულების პროფესორი, გიორგი ჭიჭინაძე დირიჟორი.
ყველა ახალი ამბავი
0