https://sputnik-georgia.com/20251011/evropeli-politikosebi-dip-steitis-nawili-arian-295340410.html
ევროპელი პოლიტიკოსები „დიპ სტეიტის“ ნაწილი არიან - საქართველოს პრეზიდენტი
ევროპელი პოლიტიკოსები „დიპ სტეიტის“ ნაწილი არიან - საქართველოს პრეზიდენტი
Sputnik საქართველო
ევროპელი ლიდერები მაშინ დაგმობენ ამ მოვლენებს, როდესაც „შესაბამის დავალებას მიიღებენ“, განაცხადა ყაველაშვილმა. 11.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-11T19:34+0400
2025-10-11T19:34+0400
2025-10-11T19:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293527199_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_88c887d116cc4fb51e7ac4ab60ae8100.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ევროპელი პოლიტიკოსები უარს ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის დაგმობაზე, რადგან ისინი „დიპ სტეიტის“ ნაწილი არიან და ასეთი დავალება არ მიუღიათ, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია საღამოსთვის გადაიზარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობაში, რაც პოლიციასთან შეტაკებებითა და შემდგომი დაპატიმრებებით დასრულდა. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაგმონ ის, რაც თბილისში მოხდა.მისი თქმით, როდესაც ევროპელი ლიდერები, ევროპარლამენტარებიშესაბამის დავალებას მიიღებენ, „აუცილებლად დაგმობენ“.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" უნდა დაეწყოთ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.საგამოძიებო უწყება მათ ქონების დაზიანებასა ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293527199_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_92ca794f06bb30c3316c704a6f7b8100.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, საპროტესტო აქციები თბილისში
ევროპელი პოლიტიკოსები „დიპ სტეიტის“ ნაწილი არიან - საქართველოს პრეზიდენტი
ევროპელი ლიდერები მაშინ დაგმობენ ამ მოვლენებს, როდესაც „შესაბამის დავალებას მიიღებენ“, განაცხადა ყაველაშვილმა.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ევროპელი პოლიტიკოსები უარს ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის დაგმობაზე, რადგან ისინი „დიპ სტეიტის“ ნაწილი არიან და ასეთი დავალება არ მიუღიათ, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია საღამოსთვის გადაიზარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობაში, რაც პოლიციასთან შეტაკებებითა და შემდგომი დაპატიმრებებით დასრულდა. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაგმონ ის, რაც თბილისში მოხდა.
„მერამდენედ აიძულებენ, რომელიმე გამოვიდეს და დაგმოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი, ძალადობრივი ქმედება. ეს ხომ მარტივია? მით უმეტეს ევროპელი ლიდერი, ევროპარლამენტარი როცა გქვია, ხომ მარტივად შესაფასებელია? ეს უნდა დაგმო, მაგრამ ვერ გმობენ, რადგან ნაწილი არიან ამ პროექტის, „დიფ სთეითის“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ევროპელი ლიდერები, ევროპარლამენტარებიშესაბამის დავალებას მიიღებენ, „აუცილებლად დაგმობენ“.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" უნდა დაეწყოთ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
საგამოძიებო უწყება მათ ქონების დაზიანებასა ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.