https://sputnik-georgia.com/20251010/xaragaulis-meria-stiqiis-zonasi-arcerti-ojaxi-ar-imyofeba-295329012.html
ხარაგაულის მერია: სტიქიის ზონაში ამჟამად არცერთი ოჯახი არ იმყოფება
ხარაგაულის მერია: სტიქიის ზონაში ამჟამად არცერთი ოჯახი არ იმყოფება
Sputnik საქართველო
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია. 10.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-10T19:04+0400
2025-10-10T19:04+0400
2025-10-10T19:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
იმერეთი
საქართველოს რეგიონები
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117349_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_89ca1d83f9c4035f5d9dac13a04162e1.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში - ამჟამად არც ერთი ოჯახი არ იმყოფება - დაზარალებული ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვთ ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი, ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ხარაგაულში, სტიქიის ზონაში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა. მეწყრულმა პროცესებმა აღნიშნულ სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ადგილობრივი გზები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე ყარნებაც. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარი გამოყო, 225 ათასი ლარი დაიხარჯა სტიქიის ზონაში, პირველ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. როგორც ადგილობრივი მერია აცხადებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე — ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია. მუნიციპალიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის. 24 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე. მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა სწრაფი რეაგირების შტაბი. პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებიც. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა, მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117349_111:0:1932:1366_1920x0_80_0_0_352c1cfe97670c44938582ac15602c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, იმერეთი , საქართველოს რეგიონები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, იმერეთი , საქართველოს რეგიონები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ხარაგაულის მერია: სტიქიის ზონაში ამჟამად არცერთი ოჯახი არ იმყოფება
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ხარაგაულის სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში - ამჟამად არც ერთი ოჯახი არ იმყოფება - დაზარალებული ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვთ ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი, ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხარაგაულში, სტიქიის ზონაში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა. მეწყრულმა პროცესებმა აღნიშნულ სოფლებში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ადგილობრივი გზები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე ყარნებაც.
„მინისტრი სოფელ ხემაღალში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები. სოფელ ღვერკში რევაზ სოხაძე გაეცნო მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია- პრევენციის სამუშაოებს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის დავალებით, აგვისტოდან ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით, 46 დაზარალებულ ოჯახზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 ათასი ლარი გამოყო, 225 ათასი ლარი დაიხარჯა სტიქიის ზონაში, პირველ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
როგორც ადგილობრივი მერია აცხადებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე — ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია.
მუნიციპალიტეტის დაკვეთით მომზადებულია სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში. როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები — გზების, გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელის მოწყობის და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის.
24 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე. მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა სწრაფი რეაგირების შტაბი. პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებიც.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა, მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.