https://sputnik-georgia.com/20251010/utifroba-da-dacinva-saqartvelos-xelisufleba-mzia-amarlobelis-dajildoebas-gamoexmaura-295329202.html
უტიფრობა და დაცინვა: საქართველოს ხელისუფლება მზია ამაღლობელის დაჯილდოებას გამოეხმაურა
უტიფრობა და დაცინვა: საქართველოს ხელისუფლება მზია ამაღლობელის დაჯილდოებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
მზია ამაღლობელს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საქმეზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 10.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-10T19:47+0400
2025-10-10T19:47+0400
2025-10-10T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041487_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_047e151dc14059e5f1e2aa6d288efca1.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის გაგრძელება უსამართლო დამოკიდებულების საქართველოს მიმართ, ეს წარმოადგენს დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ, განაცხადა „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა.ორწლიან პატიმრობა მისჯილმა ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის პრემია (Free Media Awards) მიიღო.პრემია Free Media Awards ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიციირებული და ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.როგორც გრძელიშვილმა აღნიშნა, მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია და პრესა, რომელიც, მისი თქმით, ერთი ცენტრიდან იმართება და კონკრეტულ მიზანს ემსახურება.„ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები - გმირად გამოგვიცხადეს“, - განაცხადა გრძელიშვილმა.მზია ამაღლობელის საქმემზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. სილის გაწვნის ინციდენტი, ასევე ამაღლობელის შემდგომი დაკავება, პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხებით გადაიცა.მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საქართველოში ყველაზე სკანდალური გახდა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ამაღლობელის აქტიური მხარდაჭერის გამოც.მის გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც ევროპარლამენტი, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მის სასამართლო პროცესს ევროპის ქვეყნების არაერთი ელჩიც კი დაესწრო.ამაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველოში ნებისმიერი დანაშაული კანონით უნდა დაისაჯოს. მათი აზრით, არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობა დაუსჯელი რჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041487_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_4b44d20aa40490e7e8c954f432a3a4f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , გახმაურებული სასამართლო პროცესები
უტიფრობა და დაცინვა: საქართველოს ხელისუფლება მზია ამაღლობელის დაჯილდოებას გამოეხმაურა
მზია ამაღლობელს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საქმეზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის გაგრძელება უსამართლო დამოკიდებულების საქართველოს მიმართ, ეს წარმოადგენს დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ, განაცხადა „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა.
ორწლიან პატიმრობა მისჯილმა ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის პრემია (Free Media Awards) მიიღო.
პრემია Free Media Awards ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიციირებული და ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.
„ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ“, - განაცხადა გრძელიშვილმა.
როგორც გრძელიშვილმა აღნიშნა, მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია და პრესა, რომელიც, მისი თქმით, ერთი ცენტრიდან იმართება და კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
„ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები - გმირად გამოგვიცხადეს“, - განაცხადა გრძელიშვილმა.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. სილის გაწვნის ინციდენტი, ასევე ამაღლობელის შემდგომი დაკავება, პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხებით გადაიცა.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საქართველოში ყველაზე სკანდალური გახდა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ამაღლობელის აქტიური მხარდაჭერის გამოც.
მის გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც ევროპარლამენტი, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მის სასამართლო პროცესს ევროპის ქვეყნების არაერთი ელჩიც კი დაესწრო.
ამაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველოში ნებისმიერი დანაშაული კანონით უნდა დაისაჯოს. მათი აზრით, არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობა დაუსჯელი რჩება.