https://sputnik-georgia.com/20251010/saqartvelos-ver-gasresen-kalaze-evrokavsirtan-urtiertobebze-295326696.html
საქართველოს ვერ „გასრესენ“: კალაძე ევროკავშირთან ურთიერთობებზე
საქართველოს ვერ „გასრესენ“: კალაძე ევროკავშირთან ურთიერთობებზე
Sputnik საქართველო
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრობით მიჰყვება ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს და ევროინტეგრაციის გზაზე... 10.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-10T16:58+0400
2025-10-10T16:58+0400
2025-10-10T16:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/02/294374896_0:63:1600:963_1920x0_80_0_0_bed778b1406a19227ecb9387c7e7bf96.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობები გადატვირთოს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ბრიუსელის მხრიდან ზეწოლის გარეშე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.მისი თქმით, დასავლეთი დიდი ხანია ახდენს ზეწოლას საქართველოზე სხვადასხვა ულტიმატუმებით. თავიდან, აღნიშნა მან, ქვეყანას კანდიდატის სტატუსით აშანტაჟებდნენ, მერე იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემით მანიპულირება, ახლა კი ვიზალიბერალიზაციის თემას იყენებენ.როგორც კალაძემ აღნიშნა, ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრობით მიჰყვება ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს და ევროინტეგრაციის გზაზე ყველა საჭირო რეფორმას ახორციელებს.„უბრალოდ გაღიზიანებულები, გაგიჟებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა ის ბოროტება დაამარცხა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ახლა აგერ თვითმმართველობის არჩევნებში“, - განაცხადა კალაძემ.მან დასძინა, რომ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება საქართველოს ძირითად ღირებულებებად რჩება და ქვეყანამ მათ შესანარჩუნებლად ყოველდღიური ბრძოლა უწევს.„ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც განცხადებას აკეთებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრები და პარტნიორობა, მაგრამ ეს ცალმხრივად არ გამოვა. მზად ვართ, ეს ურთიერთობები ორმხრივად იყოს განხორციელებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/02/294374896_118:0:1483:1024_1920x0_80_0_0_0b7bacd223af0ab6b5937610530fe167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კახა კალაძე
საქართველოს ვერ „გასრესენ“: კალაძე ევროკავშირთან ურთიერთობებზე
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრობით მიჰყვება ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს და ევროინტეგრაციის გზაზე ყველა საჭირო რეფორმას ახორციელებს.
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობები გადატვირთოს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ბრიუსელის მხრიდან ზეწოლის გარეშე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
„დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც, პარტნიორობაც ორმხრივი და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი გავსრისოთ. ჩვენი ინტერესები გავატაროთ საქართველოს და ქართველი ხალხის ხარჯზე. არ გამოვა ასე“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, დასავლეთი დიდი ხანია ახდენს ზეწოლას საქართველოზე სხვადასხვა ულტიმატუმებით. თავიდან, აღნიშნა მან, ქვეყანას კანდიდატის სტატუსით აშანტაჟებდნენ, მერე იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემით მანიპულირება, ახლა კი ვიზალიბერალიზაციის თემას იყენებენ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრობით მიჰყვება ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს და ევროინტეგრაციის გზაზე ყველა საჭირო რეფორმას ახორციელებს.
„უბრალოდ გაღიზიანებულები, გაგიჟებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა ის ბოროტება დაამარცხა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ახლა აგერ თვითმმართველობის არჩევნებში“, - განაცხადა კალაძემ.
მან დასძინა, რომ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება საქართველოს ძირითად ღირებულებებად რჩება და ქვეყანამ მათ შესანარჩუნებლად ყოველდღიური ბრძოლა უწევს.
„ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც განცხადებას აკეთებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრები და პარტნიორობა, მაგრამ ეს ცალმხრივად არ გამოვა. მზად ვართ, ეს ურთიერთობები ორმხრივად იყოს განხორციელებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.