https://sputnik-georgia.com/20251010/levan-kobiasvili-fifas-komitetis-xelmzrvanelad-aircies-295321521.html
ლევან კობიაშვილი FIFA-ს კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს
ლევან კობიაშვილი FIFA-ს კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს
Sputnik საქართველო
ფიფა-ს პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენმდივანი საქმიანობას უეფაშიც განაგრძობენ. 10.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-10T15:04+0400
2025-10-10T15:04+0400
2025-10-10T15:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/49/247064968_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_df58deb92028ff7395894c57bf3f96e6.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს, იუწყება სფფ-ის პრესსამსახური.აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.კომიტეტის მიზანია ფიფა-ს წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი ფიფა-ს წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული.სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი კი მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრი იქნება. კომიტეტი პასუხისმგებელია მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე, აგრეთვე ფორმატისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაზე.აღნიშნულ კომიტეტებში საქმიანობა ოთხი წლის ვადით, 2025-2029 წლით განისაზღვრა. კომიტეტი ამ ეტაპზე ფიფა-ს წევრი ქვეყნების 19 წარმომადგენელს აერთიანებს.ფიფა-ს პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქმიანობას ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოშიც (უეფა) განაგრძობენ.2023 წლიდან ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს, რომლის წევრები ასევე არიან ვეტერანი ფეხბურთელები. მათ შორის, ლუიშ ფიგუ, დემეტრიო ალბერტინი, დეიან სავიჩევიჩი, ვლადიმირ შმიცერი და თეოდოროს ზაგორაკისი.ყოფილმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 მატჩი ჩაატარა. ის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ფედერაციის ხელმძღვანელად მესამედ 2023 წლის 4 თებერვალს აირჩიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/49/247064968_10:0:1147:853_1920x0_80_0_0_b916285fbb6916cf1dc244f51dbfc9f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ლევან კობიაშვილი FIFA-ს კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს
ფიფა-ს პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენმდივანი საქმიანობას უეფაშიც განაგრძობენ.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს, იუწყება სფფ-ის პრესსამსახური.
აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.
კომიტეტის მიზანია ფიფა-ს წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი ფიფა-ს წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული.
სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი კი მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრი იქნება. კომიტეტი პასუხისმგებელია მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე, აგრეთვე ფორმატისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაზე.
აღნიშნულ კომიტეტებში საქმიანობა ოთხი წლის ვადით, 2025-2029 წლით განისაზღვრა. კომიტეტი ამ ეტაპზე ფიფა-ს წევრი ქვეყნების 19 წარმომადგენელს აერთიანებს.
ფიფა-ს პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქმიანობას ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოშიც (უეფა) განაგრძობენ.
2023 წლიდან ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს, რომლის წევრები ასევე არიან ვეტერანი ფეხბურთელები. მათ შორის, ლუიშ ფიგუ, დემეტრიო ალბერტინი, დეიან სავიჩევიჩი, ვლადიმირ შმიცერი და თეოდოროს ზაგორაკისი.
ყოფილმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 მატჩი ჩაატარა. ის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ფედერაციის ხელმძღვანელად მესამედ 2023 წლის 4 თებერვალს აირჩიეს.