ოპოზიციურმა ტელეარხმა უცხოური დაფინანსების გამო გაფრთხილება მიიღო

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკამერა
ტელეკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2025
გამოწერა
ოპოზიციურმა ტელეარხმა უცხოური დაფინანსების გამო გაფრთხილება მიიღო
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. კომუნიკაციების კომისიამ ტელე- და რადიომაუწყებლები უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამო პასუხისმგებლობის შესახებ წერილობით გააფრთხილა.
კომისიის გაფრთხილება მიიღეს შემდეგმა ტელემაუწყებლებმა: „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლებმა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. კომისიამ მათ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის - INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან 1.336.675 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში, „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463.000 ლარი აქვს მიღებული.
დადგინდა, რომ „ფორმულას“ მიერ „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, ფორმულა მულტიმედიას“ მიერ „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს
„გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“ წერილობით გააფრთხილა და „NFINITY CV GROUP CY LTD-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა“, - ნათქვამია კომკომის განცხადებაში.
ახალი წესები მედიებისთვის
აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მედიასაშუალებებს ახალ რეგულაციებს, მოთხოვნებს და სტანდარტებს უწესებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით გადმოსცენ ახალი ამბები, მიუთითონ ინფორმაციის წყარო და უმოკლეს ვადებში გამოასწორონ შეცდომები.
გარდა ამისა, მედიასაშუალებებს მოეთხოვებათ ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა, ხოლო პარტიის წევრებს აეკრძალებათ საინფორმაციო გამოშვებების წაყვანა, ასევე ჟურნალისტად მუშაობა.
მედიას ასევე მოეთხოვება ბალანსის დაცვა პოლიტიკური თუ სხვა სახის დავის გაშუქებისას, ასევე მათ აეკრძალებათ მაუწყებლის პირადი მოსაზრების საფუძველზე პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
ყველა ახალი ამბავი
0