https://sputnik-georgia.com/20251010/baco-axalaia-gamokitxvaze-daibares-295333500.html
ბაჩო ახალაია შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა
ბაჩო ახალაია შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა
Sputnik საქართველო
ახალაია საპროტესტო აქციებთან რაიმე კავშირს უარყოფს. 10.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-10T20:31+0400
2025-10-10T20:31+0400
2025-10-11T09:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264872828_417:527:3121:2048_1920x0_80_0_0_35a055857df1172517cc1c5b5a72200d.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს,შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალაია დაიკითხება და მისი ხმის ნიმუშს ექსპერტიზისთვის აიღებენ.ხმის ნიმუშის აღების მიზეზი ახალაიასა და შტურმის ორგანიზებაში ერთ-ერთ ბრალდებულ პაატა ბურჭულაძეს შორის საუბრის ჩანაწერია, რომელიც 4 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელდა.ვიდეოში, სავარაუდოდ, ახალაია ბურჭულაძეს მითითებებს აძლევს, თუ როდის და როგორ უნდა დაიწყოს პროტესტი, საუბრობს პროტესტის ბევრი კერის შექმნაზე, მსხვერპლზე და დაფინანსებას პირდება.ახალაია შსს-ში გამოცხადდა, თუმცა საპროტესტო აქციებთან რაიმე კავშირს უარყოფს.4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" უნდა დაეწყოთ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.საგამოძიებო უწყება მათ ქონების დაზიანებასა ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264872828_1094:528:3121:2048_1920x0_80_0_0_e3dfb3b239096d79f3806cf2f5529822.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში
ბაჩო ახალაია შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა
20:31 10.10.2025 (განახლებულია: 09:08 11.10.2025) ახალაია საპროტესტო აქციებთან რაიმე კავშირს უარყოფს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალაია დაიკითხება და მისი ხმის ნიმუშს ექსპერტიზისთვის აიღებენ.
ხმის ნიმუშის აღების მიზეზი ახალაიასა და შტურმის ორგანიზებაში ერთ-ერთ ბრალდებულ პაატა ბურჭულაძეს შორის საუბრის ჩანაწერია, რომელიც 4 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელდა.
ვიდეოში, სავარაუდოდ, ახალაია ბურჭულაძეს მითითებებს აძლევს, თუ როდის და როგორ უნდა დაიწყოს პროტესტი, საუბრობს პროტესტის ბევრი კერის შექმნაზე, მსხვერპლზე და დაფინანსებას პირდება.
ახალაია შსს-ში გამოცხადდა, თუმცა საპროტესტო აქციებთან რაიმე კავშირს უარყოფს.
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" უნდა დაეწყოთ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და 5 ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
საგამოძიებო უწყება მათ ქონების დაზიანებასა ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.