https://sputnik-georgia.com/20251009/saqartvelos-germaneli-influenserebi-stumrobdnen-295310906.html
საქართველოს გერმანელი ინფლუანსერები სტუმრებდნენ
საქართველოს გერმანელი ინფლუანსერები სტუმრებდნენ
Sputnik საქართველო
ჯგუფის წევრები, რომელთა შორის იყვნენ სომელიეები, ბლოგერები, ვიდეო-ფოტოგრაფები, ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ. 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T17:11+0400
2025-10-09T17:11+0400
2025-10-09T17:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23765/09/237650953_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_07fc06597f3c57dd393c8d8c87340109.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში გერმანელი ინფლუესერების ტური გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. გერმანელი ინფლუესერები საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით სტუმრობდნენ. ჯგუფის წევრები, რომელთა შორის იყვნენ სომელიეები, ბლოგერები, ვიდეო-ფოტოგრაფები, ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ. მეღვინეობებში სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. ინფლუესერების მიერ საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ მომზადებული რეპორტაჟები ხელს შეუწყობს გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას. გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში. მიმდინარე წელს, გერმანელი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე სამი ღვინის ტური გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23765/09/237650953_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_961257f0bc97e755d572eb2c13077def.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს გერმანელი ინფლუანსერები სტუმრებდნენ
ჯგუფის წევრები, რომელთა შორის იყვნენ სომელიეები, ბლოგერები, ვიდეო-ფოტოგრაფები, ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში გერმანელი ინფლუესერების ტური გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გერმანელი ინფლუესერები საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით სტუმრობდნენ.
ჯგუფის წევრები, რომელთა შორის იყვნენ სომელიეები, ბლოგერები, ვიდეო-ფოტოგრაფები, ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ.
მეღვინეობებში სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.
ინფლუესერების მიერ საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ მომზადებული რეპორტაჟები ხელს შეუწყობს გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას.
გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
მიმდინარე წელს, გერმანელი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე სამი ღვინის ტური გაიმართა.