https://sputnik-georgia.com/20251009/rtveli-rawasi-aqtiur-fazasia-ramdeni-yurzeni-gadamusavda-am-droistvis-295311318.html
რთველი რაჭაში აქტიურ ფაზაშია - რამდენი ყურძენი გადამუშავდა ამ დროისთვის
რთველი რაჭაში აქტიურ ფაზაშია - რამდენი ყურძენი გადამუშავდა ამ დროისთვის
Sputnik საქართველო
რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T17:52+0400
2025-10-09T17:52+0400
2025-10-09T17:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/51/246825145_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_838f0f36806be6c6f72f34d61839d0af.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 9 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1000 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, რაც საპროგნოზო მოსავლის თითქმის ნახევარია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. მიმდინარე წელს რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებშია. საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარა" მზადდება „ალექსანდროულის" და „მუჯურეთულის" ყურძნის ჯიშების ნაზავით. რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. 2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ "ალექსანდროულსა" და 1 კგ "მუჯურეთულზე" 4 ლარს მიიღებენ. უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის "ხვანჭკარას" წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა. 2026 წლიდან კი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება. უწყების ცნობით, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებით ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, რაც მას მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის. სააგენტოს ცნობით, ადგილწარმოშობის ღვინო "ხვანჭკარის" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს.ასევე რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და "მუჯურეთულსა" და "ალექსანდროულში" შერევა. "რთველი 2025"-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/51/246825145_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_d24507b19a360db34b9770b9ed82679a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო
რთველი რაჭაში აქტიურ ფაზაშია - რამდენი ყურძენი გადამუშავდა ამ დროისთვის
რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 9 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1000 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, რაც საპროგნოზო მოსავლის თითქმის ნახევარია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
მიმდინარე წელს რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებშია.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარა" მზადდება „ალექსანდროულის" და „მუჯურეთულის" ყურძნის ჯიშების ნაზავით.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ "ალექსანდროულსა" და 1 კგ "მუჯურეთულზე" 4 ლარს მიიღებენ.
უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის "ხვანჭკარას" წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა.
2026 წლიდან კი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება.
უწყების ცნობით, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებით ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, რაც მას მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.
სააგენტოს ცნობით, ადგილწარმოშობის ღვინო "ხვანჭკარის" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს.ასევე რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და "მუჯურეთულსა" და "ალექსანდროულში" შერევა.
"რთველი 2025"-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.