https://sputnik-georgia.com/20251009/es-aris-damoikideblobis-demonstrireba-saqartvelo-riaa-dialogistvis-dasavlettan-deputati-295311544.html
ეს არის დამოუკიდებლობის დემონსტრირება, საქართველო ღიაა დიალოგისთვის დასავლეთთან - დეპუტატი
ეს არის დამოუკიდებლობის დემონსტრირება, საქართველო ღიაა დიალოგისთვის დასავლეთთან - დეპუტატი
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელიც რჩება მშვიდობის მოყვარე, დიდი ისტორიის მქონე ერად, რომელიც პატივს სცემს თავის... 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T18:31+0400
2025-10-09T18:31+0400
2025-10-09T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_0:94:2000:1219_1920x0_80_0_0_09eb672642b951a290968a13e88066a3.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკა მიზნად ისახავს დამოუკიდებლობის, სიამაყისა და საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულების დემონსტრირებას და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, მმართველი გუნდი მზადაა მათთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელიც რჩება მშვიდობის მოყვარე, დიდი ისტორიის მქონე ერად, რომელიც პატივს სცემს თავის ტრადიციებს და რელიგიას.დეპუტატის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო მისი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ამავე დროს, მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლება მზად არის დაივიწყოს ყველაფერი და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები დასავლეთთან.„ვამბობთ, რომ ამ დიდი შეურაცხყოფის მიუხედავად კიდევ მზად ვართ ჩვენ ფაქტობრივად დავივიწყოთ ეს ყველაფერი, თუ იქნება ობიექტური მიდგომა და რეალურად მეგობრული მიდგომა თუ იქნება ქვეყნებს შორის, ორივე ქვეყნის ინტერესზე დაფუძნებული ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში რჩება და მზადაა გადატვირთოს ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან იმ იმედით, რომ დასავლური ბიუროკრატია დაიწყებს საქართველოს აღქმას არა მტრად, არამედ პარტნიორად.პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ ძალაშია საქართველოს მიზანი - 2030 წლისთვის გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. როგორც მან აღნიშნა, სირთულეებისა და იმედგაცრუებების მიუხედავად, მთავრობა რაციონალურად და პრაგმატულად, ემოციების გარეშე მოქმედებს და თავად ევროპაში პოზიტიური ცვლილებების იმედი აქვს.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_124:0:1876:1314_1920x0_80_0_0_1eb027aaf2bc78bfab31a5831e295f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეს არის დამოუკიდებლობის დემონსტრირება, საქართველო ღიაა დიალოგისთვის დასავლეთთან - დეპუტატი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელიც რჩება მშვიდობის მოყვარე, დიდი ისტორიის მქონე ერად, რომელიც პატივს სცემს თავის ტრადიციებს და რელიგიას, განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკა მიზნად ისახავს დამოუკიდებლობის, სიამაყისა და საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულების დემონსტრირებას და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, მმართველი გუნდი მზადაა მათთან ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
„ეს არის დემონსტრირება იმის, რომ ჩვენ ვართ ამაყი ერი. დემონსტრირება იმის, რომ ჩვენ არასდროს გადავუხვევთ ჩვენს პრინციპებს. დემონსტრირება იმის, რომ ჩვენ არასდროს გადავუხვევთ იმ გზას, რაც დაგვიკვეთა ჩვენმა ქვეყანამ“, - განაცხადა კირცხალიამ „ტელეიმედის“ ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომელიც რჩება მშვიდობის მოყვარე, დიდი ისტორიის მქონე ერად, რომელიც პატივს სცემს თავის ტრადიციებს და რელიგიას.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო მისი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ამავე დროს, მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლება მზად არის დაივიწყოს ყველაფერი და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები დასავლეთთან.
„ვამბობთ, რომ ამ დიდი შეურაცხყოფის მიუხედავად კიდევ მზად ვართ ჩვენ ფაქტობრივად დავივიწყოთ ეს ყველაფერი, თუ იქნება ობიექტური მიდგომა და რეალურად მეგობრული მიდგომა თუ იქნება ქვეყნებს შორის, ორივე ქვეყნის ინტერესზე დაფუძნებული ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში რჩება და მზადაა გადატვირთოს ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან იმ იმედით, რომ დასავლური ბიუროკრატია დაიწყებს საქართველოს აღქმას არა მტრად, არამედ პარტნიორად.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ ძალაშია საქართველოს მიზანი - 2030 წლისთვის გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. როგორც მან აღნიშნა, სირთულეებისა და იმედგაცრუებების მიუხედავად, მთავრობა რაციონალურად და პრაგმატულად, ემოციების გარეშე მოქმედებს და თავად ევროპაში პოზიტიური ცვლილებების იმედი აქვს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.