https://sputnik-georgia.com/20251009/dialogi-ukrainasi-konfliqtis-mogvarebis-sakitxze-seriozuli-pauzaa-peskovi-295320340.html
უკრაინაული კონფლიქტის მოგვარების დიალოგი დაპაუზებულია - პესკოვი
უკრაინაული კონფლიქტის მოგვარების დიალოგი დაპაუზებულია - პესკოვი
Sputnik საქართველო
ამჟამად კიევი არ მიისწრაფვის სამშვიდობო პროცესისკენ და იმედოვნებს, რომ ფრონტზე ცვლილებები მოხდება, თუმცა რეალობა სულ სხვაა, აღნიშნა პესკოვმა. 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T18:10+0400
2025-10-09T18:10+0400
2025-10-10T10:50+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270845387_0:89:3001:1777_1920x0_80_0_0_85a6b3c002d30d0f8d360de0488dcaee.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების დიალოგი მნიშვნელოვან პაუზას განიცდის. მოსკოვს კიევისგან სტამბოლის დოკუმენტების პროექტსა და სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით არსებითი პასუხი არ მიუღია, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს კიევისგან ჯერაც არ მიუღია პასუხი სტამბოლის მოლაპარაკებების დროს შეთანხმებულ დოკუმენტებსა და სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით.„უკრაინული მხარისგან ჯერ კიდევ არ არის არსებითი პასუხი დოკუმენტებთან ან სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით... არანაირი წინსვლა არ არის“, - თქვა პესკოვმა.ამჟამად, დასძინა კრემლის წარმომადგენელმა, დასავლეთით „შთაგონებული“ უკრაინის ხელისუფლებას ფრონტზე სიტუაციის შეცვლის იმედი აქვს, თუმცა რეალობა საპირისპიროზე მიუთითებს.სტამბოლის მოლაპარაკებებიუკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი სამწლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვის ინიციატივით, ამ გაზაფხულზე განახლდა. მოლაპარაკებების სულ სამი რაუნდი შედგა.16 მაისს გამართული პირველი შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მხარეებს მემორანდუმის პროექტში ოპერატიულად უნდა მოემზადებინათ ხედვა მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, ასევე შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე.მეორე რაუნდი 2 ივნისს, ასევე სტამბოლში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მემორანდუმები კონფლიქტის მოგვარების შესახებ და ტყვეების ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.მესამე შეხვედრა 23 ივლისს გაიმართა. რუსულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დელეგაციას შექმნილიყო სამი სამუშაო ჯგუფი მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე, რომლებიც ონლაინ რეჟიმში იმუშავებდნენ.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270845387_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_af6dd7329008b5275d0ad872a7e4c6b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
უკრაინაული კონფლიქტის მოგვარების დიალოგი დაპაუზებულია - პესკოვი
18:10 09.10.2025 (განახლებულია: 10:50 10.10.2025) ამჟამად კიევი არ მიისწრაფვის სამშვიდობო პროცესისკენ და იმედოვნებს, რომ ფრონტზე ცვლილებები მოხდება, თუმცა რეალობა სულ სხვაა, აღნიშნა პესკოვმა.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების დიალოგი მნიშვნელოვან პაუზას განიცდის. მოსკოვს კიევისგან სტამბოლის დოკუმენტების პროექტსა და სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით არსებითი პასუხი არ მიუღია, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
„მართლაც, დიალოგის პროცესში სერიოზული პაუზა შეინიშნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს კიევისგან ჯერაც არ მიუღია პასუხი სტამბოლის მოლაპარაკებების დროს შეთანხმებულ დოკუმენტებსა და სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით.
„უკრაინული მხარისგან ჯერ კიდევ არ არის არსებითი პასუხი დოკუმენტებთან ან სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით... არანაირი წინსვლა არ არის“, - თქვა პესკოვმა.
ამჟამად, დასძინა კრემლის წარმომადგენელმა, დასავლეთით „შთაგონებული“ უკრაინის ხელისუფლებას ფრონტზე სიტუაციის შეცვლის იმედი აქვს, თუმცა რეალობა საპირისპიროზე მიუთითებს.
„ევროპელებით შთაგონებულები, ისინი ამჟამად საერთოდ არ მიისწრაფვიან რაიმე სახის სამშვიდობო პროცესისკენ. ისინი ფიქრობენ, რომ ფრონტის ხაზზე რაღაც შეიცვლება, რომ ყველაფერი პოზიტიურ დინამიკაში გადავა. ვითარება კი სრულიად საპირისპიროა“, - აღნიშნა პესკოვმა.
უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი სამწლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვის ინიციატივით, ამ გაზაფხულზე განახლდა. მოლაპარაკებების სულ სამი რაუნდი შედგა.
16 მაისს გამართული პირველი შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მხარეებს მემორანდუმის პროექტში ოპერატიულად უნდა მოემზადებინათ ხედვა მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, ასევე შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე.
მეორე რაუნდი 2 ივნისს, ასევე სტამბოლში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მემორანდუმები კონფლიქტის მოგვარების შესახებ და ტყვეების ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.
მესამე შეხვედრა 23 ივლისს გაიმართა. რუსულმა მხარემ შესთავაზა უკრაინის დელეგაციას შექმნილიყო სამი სამუშაო ჯგუფი მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე, რომლებიც ონლაინ რეჟიმში იმუშავებდნენ.