4 ოქტომბრის აქცია: სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnikაქცია პრეზიდენტის სასახლესთან
აქცია პრეზიდენტის სასახლესთან - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2025
გამოწერა
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა, შესაბამისად, საქმეში ბრალდებულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ აქციის 30 მონაწილე და 5 ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა. საგამოძოებო მოქმედებები გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0