https://sputnik-georgia.com/20251008/sapensio-aqtivebi-saqartveloshi-295303153.html
საპენსიო აქტივები საქართველოში: სექტემბრის სტატისტიკა
საპენსიო აქტივები საქართველოში: სექტემბრის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T21:00+0400
2025-10-08T21:00+0400
2025-10-08T21:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/03/287726824_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_9e6030d55e0ca9ea8e2a91469f00a8db.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 7,7 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი. ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მლნ 676 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 23,784 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 105, 8 მლნ ლარი შეადგინა. ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი. უწყების ცნობით, სექტემბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის წლის მეორე საუკეთესო თვე აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა, რასაც ხელი შეუწყო ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ და სტაბილურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ. დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, სექტემბერში 2.56%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.98% და 1.47%-იანი ზრდები დააფიქსირეს. წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია: 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება: დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/03/287726824_299:0:3030:2048_1920x0_80_0_0_e9522bed41f04d9edcbcd4c33379ca97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საპენსიო სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საპენსიო აქტივები საქართველოში: სექტემბრის სტატისტიკა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 7,7 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მლნ 676 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 23,784 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 105, 8 მლნ ლარი შეადგინა.
ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი.
უწყების ცნობით, სექტემბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის წლის მეორე საუკეთესო თვე აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა, რასაც ხელი შეუწყო ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ და სტაბილურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ.
დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, სექტემბერში 2.56%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.98% და 1.47%-იანი ზრდები დააფიქსირეს.
წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:
2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:
დინამიკური პორტფელი – 14,5%,
დაბალანსებული პორტფელი – 13,2%,
კონსერვატიული პორტფელი – 11,9%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.