https://sputnik-georgia.com/20251008/rodis-moaweren-xels-saqartvelo-da-saudis-arabeti-sainvesticio-shetanxmebas-295303917.html
როდის მოაწერენ ხელს საქართველო და საუდის არაბეთი საინვესტიციო შეთანხმებას?
როდის მოაწერენ ხელს საქართველო და საუდის არაბეთი საინვესტიციო შეთანხმებას?
Sputnik საქართველო
ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263%-ით, 2025 წლის 6 თვეში კი 70%-ით გაიზარდა. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T22:19+0400
2025-10-08T22:19+0400
2025-10-08T22:19+0400
საქართველო
საუდის არაბეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251033454_0:167:3051:1883_1920x0_80_0_0_cf967207d02a72d5751f377f852721a2.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და საუდის არაბეთი ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე მემორანდუმს გააფორმებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ერ-რიადში არაბ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.არველაძემ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილე ფარი ალ გარნისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ორმხრივი საინვეტიციო შესაძლებლობების განვითარებასა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობის დაწყებაზე.მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263%-ით, 2025 წლის 6 თვეში კი 70%-ით გაიზარდა. „ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას საუდის არაბეთიდან,“ - აღნიშნა არველაძემ.ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე ასევე შეხვდა საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური ორგანოს (GAFT) მმართველს მოჰამედ აბრულ ალ-აბდულჯაბარს. შეხვედრაზე განიხილეს ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმები, შეთანხმდნენ ორმხრივი სავაჭრო მისიების, ბიზნეს ფორუმების ორგანიზების შესაძლებლობებზე და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა გასატარებელ ღონისძიებებზე.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251033454_161:0:2892:2048_1920x0_80_0_0_6d7845d119060b8bb9eb48e87a658d44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როდის მოაწერენ ხელს საქართველო და საუდის არაბეთი საინვესტიციო შეთანხმებას?
ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263%-ით, 2025 წლის 6 თვეში კი 70%-ით გაიზარდა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და საუდის არაბეთი ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე მემორანდუმს გააფორმებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ერ-რიადში არაბ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
არველაძემ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილე ფარი ალ გარნისთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ორმხრივი საინვეტიციო შესაძლებლობების განვითარებასა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობის დაწყებაზე.
„ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან შევთანხმდით მემორანდუმის გაფორმებაზე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მივესალმებით მასთან თანამშრომლობის გაღრმავება", - განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263%-ით, 2025 წლის 6 თვეში კი 70%-ით გაიზარდა.
„ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას საუდის არაბეთიდან,“ - აღნიშნა არველაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე ასევე შეხვდა საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური ორგანოს (GAFT) მმართველს მოჰამედ აბრულ ალ-აბდულჯაბარს. შეხვედრაზე განიხილეს ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმები, შეთანხმდნენ ორმხრივი სავაჭრო მისიების, ბიზნეს ფორუმების ორგანიზების შესაძლებლობებზე და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა გასატარებელ ღონისძიებებზე.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.